ჩვენ პრობლემა გვაქვს საკუთარი ისტორიის ცოდნასთან - ვახო სანაია
ჟურნალისტი ვახო სანაია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
"რადგან ქართულმა ოცნებამ პროპაგანდისტული მიზნებით და თავისი კაპიტულანტური პოლიტიკის გასამართლებლად ერეკლე მეორისა და გეორგიევსკის ტრაქტატის საკითხი გაააქტიურა, საპასუხოდ სულ ორი გზა არსებობს - წაყრუება ან სიმართლის თქმა. წაყრუება შეცდომად მიმაჩნია. პროპაგანდას სიმართლე უნდა დაუპირისპირო. ქართული ოცნება ამ თემას იყენებს. გასაგებია, მაგრამ საკითხი გაცილებით ღრმაა და კიდევ ბევრჯერ წამოყოფს თავს. ჩვენ პრობლემა გვაქვს საკუთარი ისტორიის ცოდნასთან. წარსულის ცოდნა ძირითადად მითებსა და გაუაზრებელ ზედაპირულობას ეფუძნება. ჩვენი ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები არ ვარგა. საბჭოთა პერიოდის წიგნების ძირითადი ნაწილი იდეოლოგიზირებულია, განსაკუთრებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნაწილში.
სწორედ ამიტომაა, რომ ნებისმიერი მსჯელობა ჩვენს წარსულ მოვლენებსა და მეფეებზე იწვევს ყიჟინას, გინებას, შეურაცხყოფას. ეს მხოლოდ და მხოლოდ დაბალ დონეზე მიუთითებს. ისტორიის ჩაბეტონება და მასზე მსჯელობის აკრძალვა კატეგორიულად მიუღებელია.
ის, რომ მეფის ძეგლი გვიდგას, ხალხური თქმულებები გვაქვს, ლექსებს ვამბობთ, არ ნიშნავს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ შევაფასოთ. უნდა აღვნიშნოთ დამსახურებებიც და შეცდომებიც. შევისწავლოთ მისი ნაბიჯები, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, ვაკრიტიკოთ. გნებავთ, შევაქოთ, სადაც საჭიროა. სხვაგვარად ვიქნებით უმეცრები ჩვენსავე წარსულის გააზრებაში. გვეცოდინება საყველპურო დონეზე, სუფრაზე სასაუბროდ და შინაარსს კი ვერ გამოვიტანთ. რაც ამ დღეებში არაკომპეტენტური მოსაზრებები მოვისმინე, დამზაფრა. მიხვდი, რომ პრობლემა იმაზე ღრმაა, ვიდრე წარმომედგინა.
გადავწყვიტე ივანე ჯავახიშვილის ნაშრომიდან ამონარიდები მოვიყვანო ერეკლეს გადაწყვეტილებაზე, გეორგიევსკის ტრაქტატზე.
მგონი არ ვცდები, თუ ჯავახიშვილი ვასილ მაღლაფერიძეზე, გია ცაგარეიშვილზე, ირაკლი ქადაგიშვილსა და თვით სიმონ მასხარაშვილზე ცოტათი უფრო მცოდნედ მიმაჩნია საქართველოს ისტორიის საკითხებში. ზოგიერთი მათგანი უცოდინარია, ზოგიერთიც ვირეშმაკობს და რეჟიმის კარნახით მოქმედებს.
ივანე ჯავახიშვილის ნარკვევიდან ფრაგმენტები იხილეთ ქვედა სტატუსებში",-წერს, ვახო სანაია.
ასევე წაიკითხეთ:
1794047820
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: ქობულეთის სერვისცენტრში ადგილობრივებსა და სტუმრებსაც შეუძლიათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ქობულეთში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრის გახსნას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ახალი სერვისცენტრი მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურ...
1794045749
ახალი ამბებიგივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დ...
1794043370
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...
1794041433
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...
1794039575
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას
დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...































