ფინეთის პრეზიდენტი: ვეთანხმები ესტონეთის პრეზიდენტს იმაში, რომ დადგება დრო, როდესაც რუსეთთან კომუნიკაციის არხები უნდა გავხსნათ - მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება რუსეთში მომავალში, ის იყო, არის და დარჩება ფინეთისა და ესტონეთის მეზობლად

ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი ეთანხმება ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის პოზიციას, რომ ოდესღაც მომავალში ევროპას მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა დასჭირდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ფინეთისა და ესტონეთის ლიდერებს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინათ ალარ კარისის ბოლოდროინდელ განცხადებებზე რუსეთთან დიალოგის შესაძლო განახლების შესახებ.

„ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენ წინაშე ომის დაწყებიდანვე დგას, თუმცა, შესაძლოა, კიდევ უფრო სერიოზულად - ბოლო ორი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა სტუბმა.

„დიახ, არც „მსურველთა კოალიციაში“ და არც სხვაგან არ მიმდინარეობს საუბარი იმაზე, თუ ვინ, როდის, სად და როგორ უნდა დაიწყოს რუსეთთან ლაპარაკი. ამჟამად ეს როლი აშშ-ს გვაქვს დელეგირებული, ხოლო ირანთან ომის გამო ეს საუბარი ახლა მიწყნარდა. ამიტომ, სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ კარისს იმაში, რომ დადგება დრო, როდესაც რუსეთთან კომუნიკაციის არხები უნდა გავხსნათ. თუმცა საკითხავია როდის - ომის დასრულებამდე თუ მის შემდეგ? კიდევ უფრო დიდი კითხვაა - ვინ გააკეთებს ამას და როგორი იქნება მისი მანდატი“, - განაგრძო ფინეთის პრეზიდენტმა.

„ჩემი აზრით, ეს კოლექტიურად და განსაზღვრული მანდატით უნდა გაკეთდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ისე, რომ ევროპაში არავინ დაიწყოს ეს დამოუკიდებლად. ჩვენ უკვე ვნახეთ მსგავსი მცდელობები და, როგორც წესი, ეს არ ამართლებს“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

სტუბმა დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება რუსეთში მომავალში, ის იყო, არის და დარჩება ფინეთისა და ესტონეთის მეზობლად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობები ვეღარ იქნება ისეთივე, როგორიც მოსკოვის მიერ განხორციელებული აგრესიის აქტების სერიამდე იყო.

„ეს იქნება სხვაგვარი ურთიერთობა. თუმცა რაღაც სახის ურთიერთობა მაინც იქნება, რადგან მეზობლებისთვის ეს აუცილებელია“, - დაასკვნა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777387135

საზოგადოება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას

პარლამენტმა 82 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას. როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, მოქმედი კანონმდებლობით, დ...

ირაკლი შატაკიშვილ

1777387097

საზოგადოება

პარლამენტმა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 91 ხმით მხარი დაუჭირა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის განც...

ირაკლი მეზურნიშვილი

1777385807

საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი: უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ

უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ, – განაცხადა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა,...

მეუფე ნიკოლოზი

1777385697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, სულხან თამაზაშვილის მინისტრობის პერიოდში გვექნება ძალიან დიდი წარმატებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

მადლობა სულხან თამაზაშვილს განვლილი ერთი წლისთვის, გამორჩეული სამსახურისთვის და დამსახურებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - ჩვენი ულამაზესი მხარის და ჩვენი ქვეყნის წინაშე, - განაცხადა საქართველო...

ირაკლი კობახიძე

1777385634

საზოგადოება

პრემიერი: ზურაბ პატარაძის მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან წარმატებული იყო და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი - დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება დაწყებული პროექტები

ბატონ ზურაბს მინდა მივულოცო მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცება. დღეს, ოფიციალურად გვაქვს წარდგენის ღონისძიება, თუმცა, ბატონ ზურაბს წარდგენა არ სჭირდება. ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის...

ირაკლი კობახიძე