"დავიღუპეთ... აღარ აქვს ცხოვრებას აზრი" - გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა
დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილ იპოვეს, ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, არასრულწლოვანის ცხედარს კი კვლავ ექსპერტიზა უტარდება. ბავშვს სხეულზე, უფრო კონკრეტულად კი ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.
ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. მანამდე გკი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.
მომხდარის დეტალები "კურიერს" გარდაცვლილი არასრულწლოვანის ბაბუამ მოუყვა. ისაუბრა ვერსიებზეც. მისი ინფორმაციით, ბავშვს საღამოს 9 საათის შემდეგ ეძებდნენ. მისივე თქმით, დაკარგულია გოგონას მობილური ტელეფონი.
"12 წლის ბავშვი, ჩემი დის შვილიშვილი. დავიღუპეთ, გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს, არ ვიცი ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო... აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტებს ამბობენ, ყელზეც ჰქონდაო, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ ვინმემ იძალადაო. მე რომ გავაღვიძე და მოვედი თბილი იყო და ვერაფერი ვერ ვუშველეთ...,"-აცხადებს გარდაცვლილის ბაბუა.
წყარო:რუსთავი2
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა გელოდება დღეს? - 17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1781627834
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...
1781623889
საზოგადოებააჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...
1781621952
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...
1781621180
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც
„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...
1781619573
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...






























