სომხური მედია: დასავლეთი სომხეთს რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სთხოვს
სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სომხეთის მიერ სავიზო რეჟიმის შესაძლო დაწესება არა მოსკოვის, არამედ თავად სომხეთის მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
თუმცა, ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, რეალურად ასეთ მოთხოვნას სომხეთს დასავლეთი უყენებს. კერძოდ, დასავლეთს სურს, რომ სომხეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღოს.
უფრო მეტიც, გამოცემის წყაროების თქმით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა, რომლის შესრულების შემდეგაც ევროკავშირმა შესაძლოა რამდენიმე წელიწადში, სომხეთისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივოს და საბოლოოდ გააუქმოს.
სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი 2029 წელს დაიწყება.
გამოცემის წყაროს განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთისთვის ულტიმატუმებსა და წინაპირობებს პირდაპირი ფორმით აყენებს, დასავლეთი ამას ჩუმად, კულისებს მიღმა აკეთებს.
წყაროს ცნობით, დასავლეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივნის არმენ გრიგორიანის, რომელიმე სხვა საკვანძო თანამდებობაზე დანიშვნა.
მედია მკითხველს შეახსენებს, რომ გრიგორიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა, რათა აღნიშნული პოსტი ალენ სიმონიანს დაეკავებინა.
სომხური მედიის წყაროების ინფორმაციით, დასავლეთი სთავაზობს, რომ გრიგორიანი თავდაცვის სამინისტროში ან ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში დაინიშნოს - უწყებებში, სადაც, მათი შეფასებით, რუსეთის გავლენა ჯერ კიდევ ძლიერია.
თუმცა, გამოცემის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ თავის დროზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გრიგორიანი საგარეო საქმეთა მინისტრად არ დანიშნულიყო. წყაროების თქმით, ამჯერადაც მოსკოვი მისი დანიშვნის წინააღმდეგ „ყველა შესაძლო გზით“ შეეცდება მოქმედებას.
1788505780
საზოგადოებაკირცხალია: ნაც-აგენტურას და ხელისუფლებას შორის განსხვავება ასეთ განცხადებებში ჩანს. „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“. არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“. გვჯერა, შერიგება შესაძლებელია
უსამშობლო ნაც-აგენტურას და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ასეთ განცხადებებში ჩანს ყველაზე მკაფიოდ. „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება. ჩვენ არასოდეს...
1788504997
ახალი ამბებიავარია ბათუმში - დაშავებულია 2 ადამიანი
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სქროლს შეეჯახა. დაშავებულები არიან მამა-შვილი, რომლებიც სქროლით გადაადგილდებოდნე...
1788504048
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპუ...
1788503980
ახალი ამბებიპოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...
1788503890
საზოგადოებაპოლიციამ მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პ...


























