"დავჯდები და შიმშილს დავიწყებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკიდან წავიდეს" - ბექა დავითულიანი ენმ-ს მიერ დაწყებულ მასობრივ შიმშილობაზე

"ქართული ოცნების"  დეპუტატი, ბექა დავითულიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ დაწყებულ მასობრივ შიმშილობას ეხმაურება.

"როგორც ჩანს, მათმა პატიმარმა პრეზიდენტმა გადასცა, რომ შიმშილობა დაიწყონ.

ესენი რაღაც სექტის მრევლივით ჩამოდგნენ და შიმშილობა დაიწყეს. ეს მათი უფლებაა, ღმერთმა ქნას, ბედნიერი ახალი წელი გაუთენდეთ.

ეს ყველაფერი მათთვისაც არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან.

საერთოდ აღარ აქვს აზრი, ეს პარტია რას აცხადებს. ადგნენ და მრწამსისთვის ეწამონ, მაგრამ ესეც ფეიკია, მაგასაც არ შვებიან.

ის, რომ შიმშილობენ უტოპისტური მოთხოვნით, არაფერს ცვლის.

დავჯდები და შიმშილს დავიწყებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკიდან წავიდეს და წავიდეს", - აცხადებს ბექა დავითულიანი.

დავითულიანის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გასული არიან ყველანაირი ლოგიკის ჩარჩოდან და ცდილობენ, მართლმსაჯულებაზე ზეწოლა რაღაც სისულელეებით მოახდინონ. 

21 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ ნაცმოძრაობის აქციაზე, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა იწყება.

სხვა სიახლეები:

🔲 "აცრა ნუ გაგათამამებთ" - ბუსტერ დოზით აცრილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გია კუპარაძე გარდაიცვალა

🔲 "შიმშილს იწყებენ პრეზიდენტის ინიციატივის პარალელურად, რაც ზეწოლაა პრეზიდენტზეც და საზოგადოებაზეც, ჯერ შავი სიები გამოფინონ, 9 წლის მანძილზე რომ ადგენენ"- ამირან სალუქვაძე

🔲 კარვები გაშალეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სადაც მასობრივი შიმშილობის დაწყებას გეგმავენ 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793986479

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში

სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...

მიხეილ სააკაშვილი

1793984690

ახალი ამბები

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს

სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი:

1793983890

ახალი ამბები

პრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის

ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...

პრემიერი

1793983298

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...

 ირაკლი კობახიძე

1793983166

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე