"დეკემბრის თვეში წლიური ინფლაცია იქნება ყველაზე მაღალი ბოლო 25 წლის განმავლობაში" - რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშსს ეხმაურება
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ 2021 წლის მთავრობის ანგარიშს ეხმიანება:
"ღარიბაშვილის მთავარი ტყუილი: მიმდინარე წელს ხალხის კეთილდღეობა კი არ გაუმჯობესებულა, არამედ გაუარესდა.
საქართველოში წლის ბოლოს ინფლაცია იქნება 13 პროცენტის ფარგლებში, რაც იქნება ყველაზე მაღალი ევროპაში თურქეთის გარდა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში( დიდი ალბათობით პირველ ათეულში მოხვდება საქართველო მსოფლიოში ფასების ზრდის მიხედვით).
საქართველოში ინფლაცია სინამდვილეში იმაზე მაღალია, ვიდრე ამას სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური აჩვენებს, ვინაიდან გასული წლის გაზაფხულზე გაზის, ელექტროენერგიისა და სხვა კომუნალური ხარჯების სუბსიდირების თანხა არ იყო შეტანილი ინფლაციის გაანგარიშებისას, მაშინ როცა ნოემბრის თვიდან გაწეული მსგავსი ხარჯები ინფლაციის გაანგარიშებისას იყო გათვალისწინებული.
მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში წლიური ინფლაცია ( დეკემბერი დეკემბერთან) იქნება ყველაზე მაღალი ბოლო 25 წლის განმავლობაში", - წერს რომან გოცირიძე ფეისბუკში.
დღეს 18 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა.
პრემიერის ანგარიშის წარდგენას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან. ასევე, უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები.
ამავე თემაზე:
🔲 ირაკლი ღარიბაშვილი: 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინიმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა
1790005196
ახალი ამბებითბილისში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
თბილისში, ვერაზე, ნაქირავებ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრებს დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ. მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები...
1790002317
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდ...
1790001733
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები, დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, სადაც მიმართავს სამიტის მონაწილეებს
„დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამე...
1790001310
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან
აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლს...
1789999884
საზოგადოებასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინა
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას ზეიმობს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო მსახურება სრულიად საქართველო...


























