დეპრესია - ფსიქოლოგის რჩევები
დეპრესია - დაავადებათა ქამელეონი
დაავადებულთა ოფიციალური რიცხვი: 264 მილიონ ადამიანზე მეტი.
მაგრამ რეალური მაჩვენებელი, ამაზე მინიმუმ 2-ჯერ მეტია.
ერთ-ერთი სიმპტომი - სუიციდი.
მინიმუმ 800 000 სუიციდი ყოველ წელს.
ისეთ ქვეყნებში, როგორც საქართველოა, ამ დაავადების მქონე პაციენტების 85%-მდე დიაგნოზის და მკურნალობის გარეშე ცხოვრობს, უფრო სწორად არსებობს.
თითქოს თვითონ ეს დაავადება არ იყოს საკმარისი, საზოგადოებამ, ოჯახმა, ახლობლებმა ტაბუ დაადეს ამას და შენ თანაგრძნობის, გაგების ნაცვლად სირცხვილის და თავის მართლების, მალვის სტიგმა გარგუნეს.
მძიმე წასაკითხია?
მძიმე დაავადებაა და მძიმედ აწევს თითოეულ ამ დაავადებით დასნეულებული ადამიანის სულს, გულს, გონებას, ფილტვებს, კუჭს, ნაწლავს, კანს, კუნთებს, ძვლებს, სისხლს...
მაგრამ ნუ გეშინია!
რადგან ეს დაავადება:
ძალიან ხშირია
შენ არ ხარ მარტო
შენი ბრალი არ არის
კარგად არის შესწავლილი
კიდევ უკეთ ვსწავლობთ
არსებობს მისი რამდენიმე სახის სპეციალისტი მრავალნაირი თერაპია არსებობს
ახალი თერაპიები ვითარდება
ხშირად იკურნება
უფრო ხშირად კი, შენს მტრობაზე უარს ამბობს და გიმეგობრდება, ახალ თვალსაწიერს გიხსნის, ბედნიერებას გასწავლის.
მე მედიცინის, ფსიქოლოგიის პროფესორები მასწავლიდნენ, რომ მას 3-4 კლასიკური სიმპტომი აქვს და ამით ადვილად ამოსაცნობია... ნეტავ მართლა ასე იყოს!
რეალობამ და თავად პაციენტებმა, სულ სხვა რამ მასწავლეს და ასე ჩაანაცვლეს პაციენტების ცოცხალმა ისტორიებმა პროფესორების ხშირად მონოტონური ლექციები.
პაციენტმა შეიძლება მოგვმართოს ძალიან ზოგადი და "აბდა-უბდა" სიმპტომებით და/ან მათი კომბინაციით:
საჭმლის მოუნელებლობა
უმადობა
გაურკვეველი ქავილი
არითმიები
ავტონომიური დისფუნქცია (წნევის, პულსის, ტემპერატურის პრობლემები)
მენსტრუაციის დარღვევა
ლიბიდოს, ერექციის პრობლემა
უძილობია ან ძილიანობა
თავბრუსხვევა
გულის ტკივილი ან გულისტკივილი
სუნთქვის უკმარისობა
საკუთარი თავის ვეღარ ცნობა
გრძნობების "დაკარგვა"
ქრონიკული ტკივილი
დაღლილობა
ტინიტუსი, ყურებში წუილი
კონცენტრაციის პრობლემები
შფოთვა, შიშები
ნიჰილიზმი
და ასე შემდეგ...
ამ დაავადების მკურნალობა დღესდღეობით საკმაოდ მაღალ დონეზეა და ყოველთვის ღირს მისი თერაპია, ყოველთვის, უკომპრომისოდ!
ყველაზე მთავარი დავალება კი ჩვენ გვაკისრია, პროფესიონალებს: შევხედოთ პაციენტს მთლიანობაში ლაბორატორიულ-ანალიტიკური სათვალით და არა მის ცალკეულ სიმპტომებს. ხანდახან, უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის არა ის, თუ რას გვეუბნება პაციენტი, არამედ ის, თუ როგორ, რანაირად ამბობს ამ ყველაფერს.
შევხედოთ ერთმანეთს თვალებში, მოვუსმინოთ ერთმანეთის სათქმელს, თორემ ეს სათქმელი შეიძლება ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ ამოცანად და სინანულად გვექცეს!
დეპრესიით ამ წუთში, ოფიციალურად, 264 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული. ბევრ მათგანს თქვენ პირადად იცნობთ, ბევრი მათგანი თქვენ გიყვართ და მათ თქვენ უყვარხართ.
ჩვენ კი, ფსიქოლოგიური, სამედიცინო, ფსიქოთერაპიული განათლების და გამოცდილების მქონე მკურნალები დეპრესიას ყოველ დღე ვხედავთ, ვმკურნალობთ, ვკურნავთ.
ჩვენ ვართ იმისთვის, რომ თქვენ იყოთ კარგად, როგორც მინიმუმ უკეთ!
გვქონდეს ერთმანეთის იმედი
ერთმანეთის მოსმენის ინტერესი, გამბედაობა, ღირსება, ერთმანეთის სიცოცხლის პატივისცემა, ერთმანეთის გაძლიერების სურვილი.
დეპრესია ჩვეულებრივი, ძალიან გავრცელებული, მთელი ორგანიზმის მომცველი დაავადებაა და ის არ "ტეხავს".
იცი რა "ტეხავს", თან ძალიან?
ბულინგი
ჩაგვრა
უპატივცემულობა
სულის "სივირე"
გულის გაქვავება
გონების სიბნელე
სირაქლემას პოზიცია
"აცრა" ემპათიაზე
"სხვები რას იტყვიან"
დეპრესიას თან ერთი კარგი რამ სჩვევია - მას რომ უკან ჩამოიტოვებ, იცი რა ტკბილია ცხოვრება?
უტკბილესი!
ჯანმრთელობას გისურვებთ!
"თქვენი ჰაუსი - მედიცინა და ფსიქოლოგია"
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...































