"დიდება უკრაინას!" - მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით – “გამოდი უკრაინისთვის” მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორები “მოძრაობა სირცხვილია”, “დემოკრატიის მცველები” და “შეცვალე” და “დროა” არიან.

“დიდება უკრაინას”, “დიდება გმირებს”, “საქართველო და უკრაინა რუსეთის გარეშე” – ეს არის აქციის მთავარი სლოგანები.

აქციის მონაწილეების თქმით, დღეს ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, რადგან უკრაინის მოვლენები საქართველოსაც ეხება:

"უკრაინის ბრძოლა არ არის მხოლოდ ეს, ეს საქართველოს ბრძოლაცაა, 90–იან წლებში აფხაზეთის ომში ჩვენი უკრაინელი ძმები გვერდში გვედგნენ", – ამბობენ აქციის მონაწილეები.

18 თებერვალს დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ.

ამავე თემაზე:

🔵 დონბასელი სეპარატისტების მიერ დაბომბვის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

🔵 ოკუპირებულ დონეცკში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791838614

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ნამოხვანჰესის“ მაგალითი არის იმის სახელმძღვანელო, თუ როგორ დააზიანეს NGO-ებმა ქვეყანა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ არასამთავრობო სექტორის საქმიანობასა და უცხოურ დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით უცხოელების მ...

შალვა პაპუაშვილი

1791837689

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 2021-ში ცხადი იყო, რომ ომი იწყებოდა უკრაინაში და როცა ომი დაიწყებოდა, უნდოდათ, საქართველოში დახვედროდათ ლოიალური ხელისუფლება, რომელიც შეასრულებდა ყველა მითითებას, რაც ამ ომთან დაკავშირებით წამოვიდოდა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ 2022 წლის მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს ნათელი გახდა უკრაინის ომთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკური მიზნები,...

შალვა პაპუაშვილი

1791836190

ახალი ამბები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოების, ICOMOS-ისა და ICCROM-ის ექსპერტთა დელეგაცია მიიღო

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში UNESCO-სა და მისი...

პატრიარქ

1791835342

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოს დღეს ეწვია. მხარეებმა კიდევ...

ოფიციალურ ვახშამ

1791833908

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 2020 წლიდან განსაკუთრებით ნათელი გახდა, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა, როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „დებატები“ არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთისთვის უც...

შალვა პაპუაშვილი