ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვუყურებთ ფარულ, დახურულ შეხვედრებს გერმანიის ელჩთან, ქალბატონი ლომჯარიასი და იმ წარმომადგენლებისა, რომელთა პოლიტიკური გზავნილი ყოველთვის იყო ერთი - საქართველო იმსახურებს სანქციებს

თუ არ დავუწესებთ სანქციებს, ისე ქართველი ხალხის გაბრაზებას, თუ ქართველი ხალხის ანტისამთავრობო განწყობილებების მიღებას ვერ ვაღწევთ - აი, ეს არის ის გზავნილი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეო მტკიცებულებაზე საუბრისას, სადაც ასახულია გერმანიის საელჩოდან ელჩის მანქანით ნინო ლომჯარიას გაყვანის ამსახველი ფაქტი.

მისივე თქმით, აღნიშნული გზავნილით ლომჯარია და გერმანიის ელჩი, ასევე გარკვეული ძალები ევროკავშირიდან საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრებიან.

„ჩვენ ვუყურებთ ფარულ, დახურულ შეხვედრებს გერმანიის ელჩთან, ქალბატონი ლომჯარიასი და იმ წარმომადგენლებისა, რომელთა პოლიტიკური გზავნილი ყოველთვის იყო ერთი - საქართველო იმსახურებს სანქციებს. თუ არ დავუწესებთ სანქციებს, ისე ქართველი ხალხის გაბრაზებას, თუ ქართველი ხალხის ანტისამთავრობო განწყობილებების მიღებას ვერ ვაღწევთ - აი, ეს არის ის გზავნილი, რითაც ლომჯარია და გერმანიის ელჩი და გარკვეული ძალები ევროკავშირიდან ეპყრობიან და ელაპარაკებიან საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ქრონიკამ“ მოიპოვა ნინო ლომჯარიას გერმანიის საელჩოდან ელჩის მანქანით გაყვანის ამსახველი ვიდეო მტკიცებულება.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ნინო ლომჯარია, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. „ახალი გაერთიანების“ წევრებთან ერთად გერმანიის ელჩთან იმყოფებოდა. შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772875231

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ვიზალიბერალიზაცია რადიკალების ბოლო მცდელობაა საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად

ნინო ლომჯარიას გერმანიის ელჩთან შეხვედრის საკითხზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ შეხვედრის ირგვლივ „მალვისა და ფარულობის არჩევა“...

 დიმიტრი ხუნდაძე

1772873646

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებს წყვეტს

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყნის დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აღარ დაესხას თავს მეზობელ სახელმწიფოებს. მისი თქმით, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხ...

ირანის პრეზიდენტი

1772872354

საზოგადოება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს მასკატიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი განხორციელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს თბილისის მიმართულებით მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილები...

მასკატიმასკატი

1772872167

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს - მტკიცედ მოვუწოდებთ მათ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ

უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. იგი უცხოელ დონორებს კონსტრუქციული...

შალვა პაპუაშვილი

1772871265

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: იგონებენ რაღაც აბსურდებს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში - ერთადერთი მიზანია, რომ რაღაცნაირად მოვიდნენ ხელისუფლებაში

ფიქრობენ, რომ მშვიდობის პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ისინი ვერ მოვლენ ხელისუფლებაში და ერთადერთ ხსნას - თავისი გადმოსახედიდან, ხედავენ იმაში, რომ საქართველოში იყოს ომი, არეულობა, უბედურება, - განაცხადა ფრ...

ლევან მაჭავარიანი