ლევან მაჭავარიანი: იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები

იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეო მტკიცებულებაზე საუბრისას, სადაც ასახულია გერმანიის საელჩოდან ელჩის მანქანით ნინო ლომჯარიას გაყვანის ამსახველი ფაქტი.

მაჭავარიანის თქმით, დაელოდებიან, „რა ტყუილებს მოიგონებს გერმანიის ელჩი“, ვითარებიდან თავის დასაძვრენად.

„ძალიან ლოგიკურია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვიზის შეჩერებას შეეხებოდა ეს შეხვედრა. ინფორმაცია ვრცელდება, რომ შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა ბატონი პაველ ჰერჩინსკიც.

ზოგადად, ნინო ლომჯარია და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, მდიდარი „ენჯეოები“, რა თქმა უნდა, მუშაობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს და უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოსახლეობას შეუჩერდეს. ისინი არიან ბოლომდე გამარგინალებულები.

თუ ყველაფერი რიგზეა, თუ შეხვედრა იყო ისეთი ხასიათის, რომელიც უნდა ყოფილიყო, მაშინ მაგ შემთხვევაში რა საჭირო იყო ამ სპეცოპერაციის ჩატარება. იქიდან გამომდინარე, რომ კი, ბატონო, ძალიან ლოგიკურია, რასაც „იმედი“ ავრცელებს და კი, ბატონო, უნდოდათ, რომ ეს ყველაფერი მიეჩქმალათ.

იქედან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები. დაველოდოთ, გერმანიის ელჩი რა ტყუილებს მოიგონებს, იქედან გამომდინარე, რომ თავი დაიძვრინოს ამ სამარცხვინო სიტუაციიდან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

„ქრონიკამ“ მოიპოვა ნინო ლომჯარიას გერმანიის საელჩოდან ელჩის მანქანით გაყვანის ამსახველი ვიდეო მტკიცებულება.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ნინო ლომჯარია, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. „ახალი გაერთიანების“ წევრებთან ერთად გერმანიის ელჩთან იმყოფებოდა. შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772873646

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებს წყვეტს

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყნის დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აღარ დაესხას თავს მეზობელ სახელმწიფოებს. მისი თქმით, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხ...

ირანის პრეზიდენტი

1772872354

საზოგადოება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს მასკატიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი განხორციელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს თბილისის მიმართულებით მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილები...

მასკატიმასკატი

1772872167

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს - მტკიცედ მოვუწოდებთ მათ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ

უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. იგი უცხოელ დონორებს კონსტრუქციული...

შალვა პაპუაშვილი

1772871265

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: იგონებენ რაღაც აბსურდებს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში - ერთადერთი მიზანია, რომ რაღაცნაირად მოვიდნენ ხელისუფლებაში

ფიქრობენ, რომ მშვიდობის პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ისინი ვერ მოვლენ ხელისუფლებაში და ერთადერთ ხსნას - თავისი გადმოსახედიდან, ხედავენ იმაში, რომ საქართველოში იყოს ომი, არეულობა, უბედურება, - განაცხადა ფრ...

ლევან მაჭავარიანი

1772870728

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეები გაძლიერებულად შეამოწმონ: უმჯობესი იქნება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრის კვეთისას თან ვიქონიოთ ფიშერისა და ლომჯარიას ერთობლივი ფოტო წარწერით: „მხოლოდ ჩემები“

საინტერესოა, „გაძლიერებული შემოწმება“ რას ნიშნავს? ალბათ, მოგვთხოვენ საზეპიროებს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, - ასე ეხმიანება ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ევროკომისიის რეკომენდაციას, ევროკავშირის წევრი ქ...

ჯაბა ხუბუა