სურსათის ეროვნული სააგენტო: ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში აყვანილი ძაღლები პირვანდელ ლოკაციაზე დაბრუნდებიან

ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ცხოველთა მოყვარულებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან. პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტილებები ცხოველთა კეთილდღეობის, საზოგადოების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მიდგომების გათვალისწინებით მიიღება.

„დაინტერესებული პირების, მათ შორის, ცხოველთა დამცველების, მომართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ N412 განკარგულებაში.

ცვლილებების, (მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი) თანახმად, არაიდენტიფიცირებული (მიუსაფარი) ძაღლების ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, სააგენტოს შესაბამისი ეკიპაჟები ძაღლებს იმავე ლოკაციაზე დააბრუნებენ, საიდანაც მათი აყვანა მოხდა.

ასევე, ცხოველების ჰიპერპოპულაციის ეფექტიანი მართვის აუცილებლობის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ არის ვეტერინარული დაწესებულებები, ძუ ძაღლების სტერილიზაცია (რომელიც სააგენტოს მიერ მომსახურების შესყიდვით ხორციელდება) შესაძლებელია, ჩატარდეს ვეტერინარული დაწესებულების გარეთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევაში, ძაღლის სტერილიზაცია უნდა განხორციელდეს ცხოველის კეთილდღეობის დაცვით, სტერილურ პირობებში და კანონმდებლობით გათვალისწინებული დადგენილი წესით.

საყურე ნიშნით იდენტიფიცირებადი მიუსაფარ/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია განხორციელდება თავშესაფარში გადაყვანის გარეშე, აყვანის ადგილზე“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780578339

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6647 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6653 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

იტალია

1780578314

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტრადი...

შალვა პაპუაშვილი

1780576881

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის დასწრება ინტერესების თანხვედრის მკაფიო ნაბიჯია

ყველა ქვეყანას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს თავისი ინტერესები, მაგალითად, ეს არის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. ჩვენც გვაქვს ეკონომიკური, პოლიტიკური ინტერესები, ქართველი ხალხის...

არჩილ გორდულაძე

1780575951

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი - უცხოური სპეცსამსახურების აგენტურას ვეტყვი, რომ სახელმწიფომ ბევრი რამ იცის, შეწყვიტონ ეს საქმიანობა ან მოვლენები სხვაგვარად განვითარდება

„აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა მედიამ გაავრცელა და ალბათ საფრანგეთის ოფიციალური წრეები, მათ შორის სპეცსამსახურები რაღაც ტიპის განცხადებებით უპასუხებენ, დაადასტურებენ ან უარყოფენ. ეს მათი საქმეა, ჩვენ...

თენგიზ შარმანაშვილი

1780575565

მსოფლიო

Intelligence Online: საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს თბილისში მყოფი სამი ოფიცრის გაწვევა მოუწია

საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი ქართული დაზვერვის მიერ გამოვლენილი გახმაურებული ჯაშუშობის საქმის ცენტრშია, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Intelligence Online. როგორც...

 საფრანგეთი