დოროთე ყურაშვილი: არ ვცოდავ. ცოდვილი ვარ, მაგრამ კონკრეტული ცოდვები არ მაქვს, რომ ეს დავაშავე და ქრისტეს ეწყინა - არ ვაკეთებ ეგეთ რაღაცებს

ვიღაცას გაუკეთებია კომენტარი, წავიკითხე, ახლა, ამხელა პრობლემა რომ გაქვს მამაო, ახლა მაინც თქვიო „უფალო შემიწყალენ", ჰოდა, ახლაც არ ვამბობ. ახლა, მე რასაც ვაკეთებ, ღმერთო შემეწიე-მეთქი, არ ვამბობ, რატომ იცით? მე ვიცი, რომ ამას ქრისტე აკეთებს ჩემი ხელით, ქრისტე მაკეთებინებს, ვიცი და რასაც ქრისტე მაკეთებინებს, როგორ ვუთხრა დამეხმარეო? ის მაკეთებინებს, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.

მისი თქმით, შენდობის ლოცვასაც არ ამბობს, რადგან, არ ცოდავს.

„ლოცვა არის სამგვარი: თხოვნითი, მადლიერებითი და დიდებისმეტყველებითი. თხოვნა არის, უფალო შემიწყალე, შემეწიე და ეს მომეცი, ის მომეცი - ეს ლოცვა არ მაქვს. შემინდეც არ მაქვს, იმიტომ, რომ არ ვცოდავ. მე მაქვს ლოცვა, რომელიც არის შემეცნებითი, სადაც არის კითხვა. ფსალმუნსაც რომ ვკითხულობ, შემეცნებით ვკითხულობ. დავჯდები და ამ დავითის ფსალმუნები ზეპირად ვიცი, შინაარსს ვკითხულობ და რატომ, იმიტომ, რომ ქრისტემ თქვა: „შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ“. ერთმა დამიწერა დღეს, რომ იესოს ლოცვას როგორ არ ლოცულობ, „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ - ამისი ეშინია ეშმაკსო და მე დავუწერე, ეშმაკს არ ეშინია ლოცვის, ილოცე რამდენიც გინდა, არც ერთი ლოცვის არ ეშინია. ეშმაკს ეშინია, რომ შენ ქრისტე არ შეიცნო. ლოცვა კი არა, ქრისტე გააცანით და ის ჩამოწერილი ლოცვები მერე ვასწავლოთ მრევლს,“ - აღნიშნა დოროთე ყურაშვილმა.

წამყვანის რეპლიკაზე არქიმანდრიტის მიმართ, რომ „ცხადია, ლიტურგიულად ყველა წესს ასრულებთ, ამას ახსნა-განმარტება არ სჭირდება, თქვენ მიერ ნათქვამი რომ „არ ვცოდავ“, ესეც იგულისხმება, რომ ყველა ადამიანი ცოდვილია", დოროთე ყურაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: „ცოდვილია, მაგრამ არ ვცოდავ. არა, მე არ ვცოდავ. მღვდელს არც შეუძლია თქმა, რომ მე საშინელი ცოდვილი ვარ“. თავის მხრივ, თარგამაძემ განაცხადა, რომ ეს დამაზუსტებელი კითხვა იმიტომ დასვა, რომ ზუსტად იცის, „რის მოჭრას დააპირებენ“, რაზედაც არქიმანდრიტმა განაცხადა: „ყველა კაცი ცოდვილია, არ ნიშნავს, ყველა კაცი რომ ცოდავს, ანუ, არიან ადამიანები, რომლებიც არ ცოდავენ, ცოდვას არ ჩადიან, თუმცა, ყველა ცოდვილია, ყველა მცდარია, მეც ცოდვილი ვარ, მაგრამ კონკრეტული ცოდვები არ მაქვს, რომ აი, ეს დავაშავე და ქრისტეს ეწყინა - არ ვაკეთებ ეგეთ რაღაცებს“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761642934

საზოგადოება

მაია ომიაძე: საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ჩვენი პროგნოზი სრულად მართლდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ წლის პირველი ცხრა თვის შედეგები შეაჯამა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მისი თქმით, ადმინისტრაციის მიერ წლის დასაწყი...

მაია ომიაძე

1761641113

საზოგადოება

ბაია პატარაია: კრეტინულ სიტუაციაში ვართ

აუცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუკზე, ყველა აზრი, ყველა ემოცია და ა.შ. უფრო მეტიც, ძალიან რეკომენდებულია, რომ არ ვწეროთ ყველა ჩვენი აზრი თუ დამოკიდებულება! უდიდესი ნაწილი ჩვენი ემოციებისა უნდა შ...

 ბაია პატარაია ბაია პატარაია

1761640303

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანსა და კომ...

შალვა პაპუაშვილი

1761640266

საზოგადოება

დოროთე ყურაშვილი: გოგა ხაინდრავა საერთოდ როგორ უნდა საუბრობდეს, ის უკვე ციხეში უნდა იყოს ჩამპალი

ხაინდრავა, სისხლში გასვლილი კაცი, ჩემზე როგორ უნდა ამბობდეს ეს მღვდელი როგორ უნდა იყოსო. ეგ საერთოდ როგორ უნდა საუბრობდეს, ის უკვე ციხეში უნდა იყოს ჩამპალი, - განაცხადა არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმ...

დოროთე ყურაშვილი

1761640232

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურ...

პროკურატურა