"ძალიან ბევრი დისკრიმინაციული ტერმინი და გამონათქვამი მოვისმინეთ შშმ პირთა მიმართ, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რაც საჭიროებს ჩვენი მხრიდან რეაგირებას" - რა ინფორმაციას აქვეყნებს რატი იონათამიშვილი

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი საზოგადოების თუ მედიის მიერ ბოლო დროს შშმ პირების მიმართ გამოთქმულ დისკრიმინაციულ ტერმინებს ეხმაურება და განმარტავს, როდის, რომელი ტერმინი უნდა იქნეს გამოყენებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხზე საუბრისას.

"🔻🔻🔻 მოკლედ, ძალიან ბევრი დისკრიმინაციული ტერმინი და გამონათქვამი მოვისმინეთ შშმ პირთა მიმართ, ამ ორი დღის მანძილზე, რაც არასდროს უნდა ვქთვათ და გავიმეოროთ:

❌ სმენის არმქონე ადამიანზე - “არ შეეძლო სრულფასოვანი კომუნიკაცია”; 

✅ მას შეუძლია სრულფასოვანი კომუნიკაცია, რადგან ჟესტური ენა მისთვის სამეტყველო ენაა, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ეს ენა და რახან ჩვენ არ ვიცით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეუძლია კომუნიკაცია და მითუმეტეს, სრულფასოვანი კომუნიკაცია.

❌ “არ შეუძლია საუბარი”;

✅ ინგლისურენოვან ადამიანზე, ვინც ქართული არ იცის, ხომ არ ვიტყვით იგივეს? სმენის არმქონე ადამიანები ჟესტური ენით ცნობენ, არათუ ვინ რა ეროვნების არის, არამედ რომელ დიალექტზე საუბრობს. 

❌ “შშმ პირი და ნორმალური ადამიანები”; 

✅ ეს საერთოდ ყველაზე შეურეცხმყოფელი დეფინიციაა. სხვათაშორის, ეს თქვა შშმ პირთა მიმართ სიძულვილით ცნობილმა “ემპათიის” ხელმძღვანელმა და ჟურნალისტიც დაეთანხმა - დეფინიცია არ შეუსწორა….

სინამდვილეში ვამბობთ: “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ტიპიური განვითარების მქონე…”

❌ “ყრუ-მუნჯი”

✅ უნდა ვთქვათ - ყრუ, ან - სმენის არმქონე, ან სმენადაქვეითებული ადამიანი/პირი. ის, რომ პირს ბგერები არ ესმის, არ ნიშნავს, რომ ის მუნჯია და ვერ მეტყველებს. ძალიან კარგადაც მეტყველებს და ყველაფრის გადმოცემაც შეუძლია!

❌ განსაკუთრებული საჭიროების პირი;

✅ იყო შშმ პირი, არ ნიშნავს რომ ხარ განსაკუთრებული საჭიროების. ეს არის საგანმანათლებლო ტერმინი, რომელიც ინკლუზიური განათლების ჭრილში გამოიყენება და არამხოლოდ შშმ პირებს აერთიანებს, არამედ ნებისმიერი საჭიროების მქონე მოსაწვლეს. მათ შორის, რთულად აღსაზრდელს, ეთნიკური უმცირესობის მოსწავლეს, ვუნდერკინდს და ა.შ.

❌ უნარშეზღუდული - ეს არის ტერმინი, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს სტერეოტიპულ აზროვნებას და სამედიცინო მოდელს;

✅ სწორია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დიაგნოზი და არც შშმ პირები ვართ პაციენტები. ყველა უნარი არც ერთ ადამიანს არ აქვს განვითარებული, შესაბამისად, ჩვენ იმაზე კი არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, თუ რა არ შეგვიძლია, არამედ უფლებრივ ჭრილში, ვის რა საჭიროება გვაქვს თანაბარი უფლებებისა და გარემო-პირობებისთვის.

⛔️ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვაპროტესტებდი დისკრიმინაციულ და დამამცირებელ ტერმინებს, რომელიც მედია საშუალებებში პილიტიკოსების, ჟურნალისტების, ექსპერტების, თუ სხვა საჯარო აქტორების მხრიდან უხვად მოდიოდა შშმ პირთა მიმართ, განსაკუთრებით, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა აქტუალური.

ყოველივე ეს ახალისებდა და ახალისებს დისკრიმინაციას და  არის ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რაც საჭიროებს ჩვენი მხრიდან რეაგირებას.

კერძოდ:

❌ დაინვალიდება;
❌ ინვალიდიზაცია;
❌ ინვალიდის ეტლი; 
❌ გახდება ინვალიდი და იქნება უმწეო (???);
❌ “ყრუები და ბრმები ხომ არ ვართ”,
❌ “ბრმები და ყრუები უნდა იყოთ, რომ…”

❎❎ ნებისმიერი, მსგავსი გამონათქვამი, ან ფრაზა, რომელიც საჯაროდ მოვისმინეთ და არ გვქონდა საკმარისი რეაქცია, იყო მორიგი აგური შშმ პირთა მიმართ სიძულვილისა და სტიგმის გაძლიერების პროცესში.

იმედია, ახლა მაინც შევიგრძნობთ ამას, თორემ ერთ წინადადებაში თან ამბობდე რომ იცავ შშმ პირების უფლებებს და თან სიძულვილის ენას უწევდე პროპაგანდას, არის ფარისევლობა.

არანაირი პოლიტიკა.

არის რაღაცაა, რაზედაც ნებისმიერი საჭიროების, ინტერესის და ფასეულობის მქონე ადამიანი უნდა ვთანხმდებოდეთ.

რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია, საქართველო არის ევროპა და შეზღუდული შესაძლებლობა დიაგნოზი არ არის!", - წერს რატი იონათამიშვილი.

სხვა სიახლეები:

🔳 COVID-ის შემდეგი ვარიანტი უფრო გადამდები იქნება, ვიდრე ეს "ომიკრონია"

🔳 "სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყებს ინფიცირების მაჩვენებელი კლებას" - ვახტანგ კალოიანი ეპიდვითარებაზე

🔳 ზუგდიდის მერსა და მის პირველ მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

🔳 "არ მქონია მასთან არანაირი ურთიერთობა ბოლო წელიწად-ნახევარია" - პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე

🔳 Facebook-ის დაშიფრული მიმოწერის დასქრინვის შემთხვევაში, ადრესატს შეტყობინება გაეგზავნება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე