ზუგდიდის მერსა და მის პირველ მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს მამუკა წოწერიას და ზუგდიდის მერის პირველ მოადგილეს კონსტანტინე კაკავას კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ამის შესახებ ინფორმაცია მერმა და მისმა მოადგილემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელეს.
როგორც აღნიშნული ინფორმაციიდან ირკვევა, მერი და მისი მოადგილე იზოლაციის წესებიდან გამომდინარე მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან.
"დამიდასტურდა კოვიდ ინფექცია, ვიყავი ინფიცირებულის კონტაქტი და ამიტომაც გავიტესტე.
სიმპტომები არ მქონია, ვაქცინირებული ვარ, რისი დამსახურებითაც კოვიდინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს.
ყველას მოგიწოდებთ ავიცრათ, პანდემიასთან საბრძოლველად ეს ერთადერთი და ეფექტური გზაა.
გადავდივარ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
ყველას გისურვებთ გამოჯანმრთელებას!",- აღნიშნულია ზუგდიდის მერის მამუკა წოწერიას ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია, ასევე სოციალურ ქსელში დაწერა ზუგდიდის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ:
"მეგობრებო, დამიდასტურდა კორონავირუსი!
ამ ინფექციასთან ბრძოლა შესაძლებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებითა და დაცვით - აცრით!
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს
ვარ აცრილი და ვირუსი საკმაოდ მსუბუქ ფორმებში მაქვს!
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას", - წერს კონსტანტინე კაკავა.
გასულ დღე-ღამეში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 26.5%-ია.
სხვა სიახლეები:
🔵 "პირბადე არ გვინდა, დისტანცია არ გვინდა, ვაქცინა არ გვინდა!"- რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე
🔵 COVID-ის შემდეგი ვარიანტი უფრო გადამდები იქნება, ვიდრე ეს "ომიკრონია"
1791645788
მსოფლიომედია: აზერბაიჯანში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას გეგმავენ
აზერბაიჯანის ხელისუფლება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას გეგმავს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, მედიას, სოციალურ ქსელებს, რეკლამების ავტორებს, კინ...
1791643649
საზოგადოებაგაბუნია ჰერჩინსკის განცხადებას პასუხობს, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა: ქართული მუსიკა დაკავშირებულია ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან - რთულია თქვენთვის, ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ „ევროპის დღე 2026”-ის ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ევროკავშირი ქართულ მრავალ...
1791640951
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი მუსიკოს კორძის მიმართ მხარდაჭერაზე: ჰერჩინსკისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან შეიძლება სიტყვის თავისუფლებადაც არის მონათლული ეს გამოხდომა, რასაც ჰქვია მილიონზე მეტი ადამიანის გინება
ჰერჩინსკისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან შეიძლება სიტყვის თავისუფლებადაც არის მონათლული ეს გამოხდომა, რასაც ჰქვია მილიონზე მეტი ადამიანის გინება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ...
1791639274
ახალი ამბებიქუთაისში ავარიის შედეგად კაცი დაიღუპა - ნერვიულობისგან გარდაიცვალა მძღოლიც
ტრაგედიის შემზარავი გაგრძელება ქუთაისში: ავანგარდის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო ინფორმაციის გაგების შემდეგ, თავ...
1791638610
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესთი ინტერნეიშენალის“ მხრიდან, ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციამ დაკარგა ნდობა
„ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მხრიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

























