მიხეილ სარჯველაძე: ბრიტანეთის მარეგულირებელმა დასაშვებად ცნო „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება
ეს ერთ-ერთი ის მედიკამენტია, რომელზეც დასაწყისშიც, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ინტერესი და საერთოდ, ეს თემა, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი, პერსპექტიული მედიკამენტი იყო. მანამდეც და შემდგომაც განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდით პროცესს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.
მან აღნიშნული მედიკამენტის გარშემო მიმდინარე პროცესზე ისაუბრა.
„მაგალითად, მაისის ბოლოს, 28 მაისს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, რომელსაც ევროპული სააგენტოს დასტური ჰქონდა, თუმცა, კვლევები კიდევ მიმდინარე იყო.
დიუშენთან დაკავშირებული პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება, ცვლილებაც საკმაოდ ბევრია და ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდება ამ პროცესებს. მაისის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი.
ცოტა უფრო ადრე „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით უარყოფითი იყო საფრანგეთის გადაწყვეტილება და ხარჯის და სარგებლის თანაფარდობაზე იყო ხაზი გასმული. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ივლისში დანიამ სათანადო მტკიცებულებების არქონის გამო უარი განაცხადა და თავი შეიკავა ამ მედიკამენტის დანერგვისგან.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე იმიტომ, რომ საუბარია ძვირადღირებულ მედიკამენტზე, რომელიც მეცნიერებისთვის ჯერ უცნობია, პრაქტიკულად, ახალია. აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გასაგებია სიფრთხილე.
მე ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო იტალიურ მხარეს, რომელთანაც გვქონდა მოლაპარაკებები ამ ხნის განმავლობაში და რომელთანაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ძალიან კარგი, კონსტრუქციული თანამშრომლობა წარიმართა. მათ შორის, მათ ვესაუბრებით, რომ ყველა სიახლესთან დაკავშირებით, რომელიც ამ იმპლემენტაციის პროცესის თანმხლები იქნება, ბუნებრივია, თანამშრომლობის გაგრძელება მოგვიწევს.
ძალიან სწრაფად, აგვისტოშივე გვექნება შესაძლებლობა, რომ იმპლემენტაციის პროცესის განხორციელებაზე ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა. ეს გულისხმობს პროტოკოლების, წესების მომზადებას, სათანადო კლინიკური ბაზის, მონიტორინგის, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც აუცილებელია მედიკამენტების იმპლემენტაციისთვის”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი შეფასებით, სიფრთხილის მიუხედავად, ეს არის გაბედული გადაწყვეტილება.
„ნამდვილად მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება”, - აღნიშნა მინისტრმა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშკრულება გაფორმებულია.
1785492593
საზოგადოებაკახა კალაძე სემეკის განცხადებაზე: ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა
ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სემეკ-ის განცხადებას, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა. მ...
1785492554
საზოგადოებაკახა კალაძე: აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხის მიმართ, მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს
„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო...
1785492502
საზოგადოებაკახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ, სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რ...
1785491518
საზოგადოებაკახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელი
საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ეროვნული სიწმინდეებისა და ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულა...
1785491460
საზოგადოებაეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს. „ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაზარზე გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც კრიპ...



























