სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშეკრულება გაფორმებულია
„იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.
„დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ.
ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის, ექვსი 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.
მადლობა მინდა, გადავუხადო მშობლებს, რომლებიც სახელმწიფოს დაეხმარნენ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მშობლებთან თანამშრომლობის გაგრძელება სამინისტროსთვის ძალზე მნიშვნელოვანია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ეფექტიანად მართვის პროცესში.
მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს პირადად მისი გადაწყვეტილებისთვის და პირადი ჩართულობისთვის, რამაც გახადა შესაძლებელი პროცესის წარმატებით წარმართვა და მისი ბოლომდე მიყვანა. ასევე მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელიც ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში.
რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომლის თაობაზეც ადრე იყო საუბარი, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას ცხადია, გავუზიარებთ ინფორმაციას. უახლოესი დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით უკვე ინფორმაციას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პროგრამის შემდგომი გაფართოების შესახებ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1785491432
ახალი ამბებიმარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს. დადგინდა, რომ ინდივ...
1785490365
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს „ქართული ოცნების“ გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. ექსპერტის შეფასებით, „შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში“. „გუშინ წინ, სააკაშვილმ...
1785489254
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის
საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის, - აცხადებს ეკ...
1785486900
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის, ვისაც აქვს სურვილი, ამ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის თუნდაც ერთი აგური დადოს, განსაკუთრებით როცა ეს ეხება ღირებულებების შენარჩუნებას
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, საინიციატივო ჯგუფის შეთავაზების შინაარსს გაეცნოს და პარტიაში განიხილოს. მისი თქმით, ხელისუფლების...
1785486004
ახალი ამბებიწინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა. დაფიქსირებული შედეგები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკურ...



























