ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მებაჟე ოფიცერი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს.

ბრალდებულმა, კონკურენტი იმპორტიორი კომპანიების შესახებ სამსახურებრივ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა ჯამში 1000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება. ბრალდებული დაკავებულია ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე, ხოლო ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს როგორც საჯარო მოხელეებს, ისე მათთან კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების ინიციატორ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებისგან. ნებისმიერ ასეთ ფაქტზე სამსახური უზრუნველყოფს სწრაფ და მკაცრ რეაგირებას.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764746044

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4...

დიდი ოდენობით ნარკოტიკი

1764746009

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს კახეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1980 წ...

ფსფფსფ

1764745221

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შ...

შემთხვევები

1764745147

ახალი ამბები

პოლიციამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

იმერეთის პოლიციამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის...

იმერეთის პოლიცია

1764745095

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შესაწვავად გამოყენებული ცხიმი/ზეთის ხარისხს ამოწმებს - შემოწმებულ ობიექტებში დარღვევები არ გამოვლინდა

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ხშირად გამოიყენება ფრიტურული ცხიმი/ზეთი კარტოფილის (ე.წ. ფრი), ფრინველის ხორცის, ცომეულის და სხვა პროდუქტების შესაწვავად. სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვე...

 სურსათის ეროვნული სააგენტო