ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი კაცი
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება.
როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთი ბარაბაძემ განაცხადა, ორივე არასრულწლოვანი აქტიური და კონტაქტურია.
„თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში შემოყვანილი 11 წლის ვაჟის მდგომარეობა კლინიკაში შემოსვლისას იყო მძიმე, გამოხატული მრავლობითი ტრავმული დაზიანებით. კლინიკის ყბა-სახის ქირურგთა მიერ ჩატარდა სახის კონსტრუქციული ოპერაცია. პაციენტის სიმძიმის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოთავსდა პედიატრიული დეპარტამენტის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მეორე პაციენტი, სამი წლის გოგონა კლინიკაში შემოსვლისას შეფასდა, როგორც არამძიმე მდგომარეობით. მოთავსდა პედიატრიულ პალატაში, თავიდანვე გამოხატული იყო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ზემოქმედება. მკურნალობაში თავიდანვე ჩაერთო ექიმთა მულტიპროფილური გუნდი, მეთვალყურეობას უწევს ფსიქოლოგი. დღეის მდგომარეობით, პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, დინამიკაში გაუმჯობესებული. ორივე პაციენტი აქტიურია, შემოდის კონტაქტში, ადეკვატურად პასუხობენ კითხვებს“, – აღნიშნა ექიმმა.
ამასთან, უცვლელი რჩება ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცის მდგომარეობა. როგორც ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა, პაციენტის სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებენ.
„დღეს, დილისთვის მდგომარეობა არის უცვლელი, სტაბილურ მდგომარეობას ვინარჩუნებთ ექიმები, მიუხედავად სერიოზული დაზიანებისა. კვლავ მართვით სუნთქვაზეა, რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფება სპეციალურ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. დაზიანებები საკმაოდ სერიოზულია. აღენიშნება მთელი სხეულის მასშტაბური, 87 პროცენტი დაზიანება. ასევე სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
1795243502
საზოგადოებაცოტნე ივანიშვილი: რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის უმძიმესი ტკივილი, რასაც განვიცდით თითოეული ქართველი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას ამ მძიმე განსაცდელს, მარადიული ხსოვნა გარდაცვლილთა სულებს
ცოტნე ივანიშვილი ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება. ის გარდაცვლილთა ოჯახებს და მთელ ქვეყანას სამძიმარს უცხადებს. „რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის უმძიმეს...
1795241160
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ნოემბერს საქართველოში
21 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +16 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნე...
1795207877
მსოფლიოFinancial Times - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ უკრაინამ და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას იანვრამდე მიაღწიონ
„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა 2027 წლის იანვრის დასაწყისამდე სურს“, - ამის შესახებ Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინ...
1795205508
ახალი ამბებიბერა ივანიშვილი: მთელი საქართველო შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ვლოცულობთ მათი სულებისთვის, ვუსამძიმრებ საქართველოს ამ უმძიმეს ამბავს
ბერა ივანიშვილი ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება და მთელ საქართველოს სამძიმარს უცხადებს. ის ასევე მადლობას უხდის მაშველებს გადარჩენილი სიცოცხლისთვის....
1795204894
მსოფლიოდონალდ ტრამპი: პუტინმა ნათლად გამოხატა სურვილი, რომ ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაარწმუნა, რომ მას უკრაინასთან ომის დიპლომატიური გზებით დასრულება სურს. ამის შესახებ ტრამპმა 20 ნოემბერს თეთრ სახლშ...



























