სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ორ მოქალაქეს სავალუტო ბიზნესში ჩართვა და ყოველთვიური მოგების მიღება შესთავაზა, ამ მიზნით კი მათ სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოართვა. თუმცა ბრალდებულმა შეთანხმების პირობები არ შეასრულა და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მათ კუთვნილ თანხას, ჯამში - 187 956 ლარს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1795201813
მსოფლიოტრამპმა პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობით 1945 წლის იალტის კონფერენციას შეადარა – „ეს საოცარი მოვლენა იყო“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან გამართულ სამმხრივ შეხვედრას „სამეულის სამიტი“ უწოდა. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრა „ნა...
1795200707
ახალი ამბებიშაკო კუჭაშვილი ნიკო მანაგაძეზე: საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!
სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი ოპოზიციონერ ნიკო მანაგაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება. კერძოდ, კუჭაშვილი აზიარებს მანაგაძის პოსტს, რომელიც ფო...
1795198071
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, ტრაგედია პირადი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ, მორალისგან დაცლილია
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, ტრაგედია გამოყენებული იყოს პირადი დღის წესრიგისთვის, რაც აბსოლუტურად მორალისგან დაცლილია, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე...
1795196078
ახალი ამბებიმანილაში საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო დიალოგი გაიმართა
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის 47-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის საგარ...
1795194951
ახალი ამბებინიკოლ ფაშინიანი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს - ამ მძიმე დროს სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. განცხადება სომხეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა. ნიკოლ ფაშინ...





























