მარიამ ქვრივიშვილი: მოხდება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში იმისთვის, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიით ჩვენი შიდა მოხმარება სრულად დავაკმაყოფილოთ და შემდგომში განვაგრძოთ ელექტროენერგიის ექსპორტი
„ვარშავაში გამართულ ენერგეტიკის მინისტერიალზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამომწურავად გვესაუბრა იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში, ვისაუბრეთ 10-წლიან სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკის სექტორში სრულ თვითმყოფადობას 10 წლის თავზე“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მინისტერიალის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ პროექტებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს.
„ჩვენს ქვეყანაში მოხდება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში იმისთვის, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიით ჩვენი შიდა მოხმარება სრულად დავაკმაყოფილოთ და შემდგომში განვაგრძოთ ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი რეგიონში, ისევე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ სტრატეგიული პროექტების შესახებ, რომელსაც საქართველო ახორციელებს, მათ შორის გადამცემი ხაზებისა და ქსელის, ისევე, როგორც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განსაკუთრებულ ღირებულებას საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების თვალსაზრისით.
„ის პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარს ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან და ჩვენ ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობა გვექნება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1795241160
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ნოემბერს საქართველოში
21 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +16 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნე...
1795207877
მსოფლიოFinancial Times - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ უკრაინამ და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას იანვრამდე მიაღწიონ
„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა 2027 წლის იანვრის დასაწყისამდე სურს“, - ამის შესახებ Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინ...
1795205508
ახალი ამბებიბერა ივანიშვილი: მთელი საქართველო შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ვლოცულობთ მათი სულებისთვის, ვუსამძიმრებ საქართველოს ამ უმძიმეს ამბავს
ბერა ივანიშვილი ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება და მთელ საქართველოს სამძიმარს უცხადებს. ის ასევე მადლობას უხდის მაშველებს გადარჩენილი სიცოცხლისთვის....
1795204894
მსოფლიოდონალდ ტრამპი: პუტინმა ნათლად გამოხატა სურვილი, რომ ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაარწმუნა, რომ მას უკრაინასთან ომის დიპლომატიური გზებით დასრულება სურს. ამის შესახებ ტრამპმა 20 ნოემბერს თეთრ სახლშ...
1795203061
ახალი ამბებიწილოსანი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება დამამცირებელია ახალი წევრების მიმართ
გადაწყვიტეს, რომ ყველა კანდიდატ სახელმწიფოზე მიიღონ იმგვარი რეგულაციები, რომელიც სამომავლოდ 10-წლიან მორჩილებაში ამყოფებს წევრებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ევრონიუსის...



























