ფრანცისკო-მარია მაჯო, საქართველოდან იტალიაში დაბრუნებისას, საკუთარ თავს "ოქროს საწმისის ნადავლით" აღჭურვილ ახალ არგონავტს" ადარებდა

იტალიელი კათოლიკე მისიონერი ფრანცისკო-მარია მაჯო (1612-1686) – ქართული ენის გრამატიკის პირველი ავტორი და გამომცემელი 

ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა პალერმოელმა ღვთისმსახურმა რომის პაპისგან საგანგებო დავალება მიიღო - საქართველოში მისიონერული მოღვაწეობისას საფუძვლიანად შეესწავლა ქართული ენა...

ფრანცისკო-მარია მაჯოს წიგნი "ქართული ენის გრამატიკა" გამოიცა რომში, 1670 წელს, სარწმუნოების გამავრცელებელი სასულიერო საზოგადოების, ე.წ. პროპაგანდა ფიდეს სტამბაში. ვატიკანთან არსებული ეს დაწესებულება ამჟამად "ხალხთა ევანგელიზაციის კონგრეგაციად" იწოდება და უმაღლესი რანგის კათლოკურ სასულიერო დაწესებულებათა შორის სამისიონერო საქმეთა სამინისტროდ არის მიჩნეული.

ფრანციკო-მარია მაჯოს "ქართული ენის გრამატიკის" ეგზემპლარი ინახება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში. 

წიგნში გამოყენებულია ქართული დამწერლობის სამივე სახე: მხედრული, ასომთავრული, ნუსხური; ქართული ანბანი რიცხობრივი შესატყვისობით...

თავად ფრანცისკო-მარია მაჯო, საქართველოდან იტალიაში დაბრუნებისას, საკუთარ თავს "ოქროს საწმისის ნადავლით" აღჭურვილ ახალ არგონავტს" ადარებდა.

წყარო: catolic.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781099765

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, მის განცხადებებს სასამართლო სისტემასა და მოსამართლესთან დაკავშირებით „სამწუხარო სპეკულაცია მოყვა“. როგორც ბოჟაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუ...

ვლადიმერ ბოჟაძე

1781098446

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ყველაზე რთულ, ყველაზე საჭირო დროს, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დამდგარიყვნენ საქართველოს, საზოგადოების მხარეს, დადგნენ სხვების მხარეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მოტივაცია და ამოსავალი წერტილი საკუთარი ქვეყნის ინტერესები კი არა, უცხოურ დედაქალაქებში თავის მოწონება, შექ...

ლევან მახაშვილი:

1781098071

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმ...

პროკურატურა

1781097974

ახალი ამბები

პროკურატურამ ხუთი პირი დააკავა - ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირ...

პროკურატურა

1781097171

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6593 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6607 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ააა