"განსაკუთრებით შემზარავი იყო პოლიციელის გვერდით მდგომი კოლეგის გულგრილობა, ვფიქრობ ეს ამ პოლიციელისთვის პირველი შემთხვევა არ იყო" - ნიკა სიმონიშვილი
"განსაკუთრებით შემზარავი იყო პოლიციელის გვერდით მდგომი კოლეგის გულგრილობა, ვფიქრობ ეს ამ პოლიციელისთვის პირველი შემთხვევა არ იყო", - ასე ეხმაურება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი პოლიციელის მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტს.
"დღეს ვიხილეთ საბჭოთა და შევარდნაძის პერიოდისკენ მიმავალი საპოლიციო სისტემის მორიგი მაგალითი, რომელშიც ადამიანის ღირსების შელახვა და ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვეულებრივი ამბავია, რომელშიც შშმ პირებს არასრულფასოვნებად აღიქვამენ და "გაკვეთილს" აძლევენ, როგორ მოიქცეს სრულფასოვნების საზოგადოებაში.
ცემის ფაქტს, რომ თავი დავანებოთ, განსაკუთრებით შემზარავი იყო პოლიციელის დამოკიდებულება (ავალაპარაკებო) და მის გვერდით მდგომი კოლეგის გულგრილობა.
არ ვფიქრობ, რომ ეს ამ პოლიციელისთვის პირველი შემთხვევა იყო, იმდენად უტიფრად იქცეოდა.
შეიძლება ეს პოლიციელები დასაჯონ, მაგრამ ცალკე აღებული ეს ფაქტი ვერ შეცვლის საერთო სურათს, საზოგადოების გავლენიანი წევრების დამოკიდებულებას შშმ პირთა მიმართ, პოლიციელთა უკონტროლო საქციელებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მათი საქმეების გამომძიებელ ორგანოს ხელისუფლება პირდაპირ დაიქვემდებარებს", - წერს სიმონიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ჩანს რომ სამართალდამცველი შშმ პირს ფიზიკურად უსწორდება.
ამავე თემაზე:
1793041745
სპორტიხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულშია
უკვე ცნობილია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ (Ballon d’Or) ნომინანტთა საუკეთესო ათეული, რომელთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაცაა. საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: უსმან დემბელე, ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა...
1793041223
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ - ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად
ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის ორი მხარე - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქ...
1793038784
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბულგარეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია აქტიური, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები
„ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება“, – ამის შესახებ საგარეო...
1793036987
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ
მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავ...
1793035453
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში
სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრ...


























