ლევან მაჭავარიანი: საქართველო იბრუნებს ისტორიულ ფუნქციას „შუა დერეფანში“ დაკავშირებადობის კუთხით

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, პირველი 8 თვის მონაცემებით, დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი რეგიონში, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტსა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ლევან მაჭავარიანმა სიღარიბის შემცირების დინამიკაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

მისივე თქმით, ეკონომიკურ ზრდას თან ახლავს მოქალაქეებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირების კუთხით გადადგმული ნაბიჯებიც, მათ შორის ქონების გადასახადთან დაკავშირებული ცვლილებები და საპენსიო ფონდში შენატანების გადაუხდელობისთვის დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმების ამნისტია.

ლევან მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასა და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც საქართველოს „შუა დერეფნის“ მხრივ მნიშვნელოვან როლს ანიჭებს.

„საქართველო იბრუნებს ისტორიულ ფუნქციას „შუა დერეფანში“ დაკავშირებადობის კუთხით. ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას - ავტოსაგზაო მაგისტრალებს, აეროპორტებს, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას. ეს ყველაფერი კეთდება არა მხოლოდ დღევანდელი თაობისთვის, არამედ ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანმა ასევე ილაპარაკა ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობის, ტრადიციებისა და კულტურის დაცვის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ ვიცავთ ჩვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას. ასეთი სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან არასდროს არ ყოფილა. ყველა კარგად ხედავს, თუ როგორი მუშაობის და როგორი ბრძოლის ფასად გვიჯდება ეს ყველაფერი. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა სწორად აღიქვამს იმას, რომ მშვიდობის და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789460705

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში კაფე-ბარ „ქენთ სთოფს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ზ.-ის (მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის N49) კუთვნილი კაფე...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

1789459860

საზოგადოება

ახობაძემ და რაზმაძემ ირმა ინაშვილი ჯერ გადაცემაში მიიწვიეს, ხოლო შემდეგ ახობაძემ მასზე დაწერა: „მევასება ასეთ **ეებთან ლაპარაკი და პასუხებს რომ ვერ მცემენ ამით ვკაიფობ“

ოპოზიციონერმა აქტივისტებმა, გიორგი ახობაძემ და თორნიკე რაზმაძემ, ირმა ინაშვილი საკუთარ გადაცემაში მიიწვიეს, რამაც აქტივისტების ნაწილის, მათ შორის, ნატა ფერაძის უკმაყოფილება გამოიწვია. ფერაძის კითხვაზე...

ახობაძემ და რაზმაძემ ირმა ინაშვილი

1789458532

ახალი ამბები

მაია ბითაძე: სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო

სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ე...

მაია ბითაძე

1789458503

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი: ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქმნება თავისუფლად მოაზროვნე, პასუხისმგებლობიანი თაობით

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს გან...

საქართველოს პრეზიდენტ

1789458310

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ​გახარიების პარტია წარმოადგენს იმ კოლექტიურ ძალას, ვისაც ჩვენ აგენტურულ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ, ეს არის ძალა, რომელიც საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ იბრძვის

„გახარიების პარტია წარმოადგენს იმ კოლექტიურ ძალას, ვისაც ჩვენ აგენტურულ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ, იგივე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურია, რომ რახან დანარჩენ პარტიებზე არის შ...

ლევან მაჭავარიანი