მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის, ჯონათან ასკონასის ხელმძღვანელობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო და ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ლევან ჟორჟოლიანმა აშშ-ის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა, აღნიშნული ფუნქციის განვითარების მიზნით, სარკინიგზო, საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურაში ახორციელებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოზიცია ე.წ. ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებით. აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) შესაძლო პოზიტიური ეფექტი რეგიონზე აშშ-ის მხარის მიერ ტვირთების მოძრაობის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით. აგრეთვე, დადებითად შეფასდა საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ალან პერსელი დაესწრნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763457323

ახალი ამბები

ბოჭორიშვილი ევროკომისიის ეკონომიკურ პროგნოზზე: ციფრები ყოველთვის მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან რთულია მოატყუო საზოგადოება და დამალო სიმართლე

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გაფართოების კონტექსტშიც - ეკონომიკური გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გარეშე წარმოუდგენელი იქნება რომელიმე ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი“, -...

მაკა ბოჭორიშვილი

1763454669

მსოფლიო

„ევროპა გავლენას კარგავს, მსოფლიო მას ახალ წესებს კარნახობს“ - Financial Times-ის მიმომხილველი

ევროპა საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა გლობალურ წესრიგს, მაგრამ დღეს ის სულ უფრო მეტად ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება, - წერს გიდეონ რაჰმანი Financial Times-ის მიმომხილველი. როგორც მიმომხილველი წერს, ამ ტენდ...

ევროკავშირის დროშები

1763454165

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ხაზარაძეს თვითონ ჰქონდა ანაკლიის კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც იყო კომერციული საიდუმლოების შემცველი, რაც სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან, იგივე შემთხვევა გვაქვს „იგლ ჰილსთან“

როდესაც მამუკა ხაზარაძის ხელშეკრულება იყო საიდუმლო, ხოლო ახლა ითხოვს „იგლ ჰილსთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის ფარისევლობას და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულება...

არჩილ გორდულაძე

1763452332

ახალი ამბები

მაია ბითაძე: უკანასკნელ პერიოდში ზოგი სუბიექტი ეუთოს გამოყენებას საქართველოსთან მიმართებით ვიწროპოლიტიკური მიზნებით ცდილობს

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სტამბოლში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში...

მაია ბითაძე

1763451650

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ხაზარაძის განცხადებებზე: მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს კომერციული საიდუმლოება, მაგრამ მაინც სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული

„მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორში ყოფნის დროს ხაზარაძე დაკავებული იყო თაღლითობით და სახელმწიფო კრიმინალური რეკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო, მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს კომერციული...

 რატი იონათამიშვილი