გიორგი ფხაკაძე: აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორე რეგიონში. მე, პირიქით, მივესალმები, რომ აფხაზეთთან ვაჭრობა გაძლიერდეს

ეგ არის მთელი უბედურება, რომ ოპოზიციაშიც არ არიან ადამიანები… გამოდიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ წყალდიდობის თემა დამთავრდა, უკვე აღარ აინტერესებთ და ახლა -ქართული ნავთობი მიდის აფხაზეთშიო. ისე, ინფორმაციისთვის, აფხაზეთი საქართველო არის და რა ვიცი, რა პრობლემაა აფხაზეთში თუ წავიდა ჩვენი ნავთობი? ისიც ჩვენია, ჰო? ლოგიკურად რომ მიუდგე. ჩახლართულები არიან უკვე, არ იციან რა ილაპარაკონ, - აცხადებს ექიმი გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ფხაკაძე ქართულ ოპოზიციას არაპროფესიონალიზმში, სტრატეგიული ხედვის ნაკლებობასა და იაფფასიან პოპულიზმში სდებს ბრალს. მისი თქმით, ოპოზიციას არ გააჩნია კონკრეტული, გაწერილი სტრატეგია და მისი შეფასებით, მხოლოდ მოკლევადიან „ფეისბუქ-ლაიქებზეა“ ორიენტირებული.

ამის მაგალითად მან მოიყვანა ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება ფეისბუქზე 25 მილიონი ნახვის შესახებ და ფხაკაძემ დასძინა, რომ მის სააგენტოებსა და გვერდებს ყოველთვიურად 30 მილიონამდე ნახვა აქვთ ყოველგვარი რეკლამისა თუ ბოტების გარეშე და ეს არაფერს ნიშნავს. მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს, თავად ვერ იტანს განსხვავებულ აზრსა და კრიტიკას.


რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობის შეტანის საკითხზე, ფხაკაძემ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთი საქართველოა და რეგიონებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ვაჭრობის გაძლიერებას მიესალმება.

„ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს და არის ის, რომ როცა შენ ხელისუფლებაში ხარ ბევრ რაღაცას ფიზიკურად ვერ ხედავ ბევრი მიზეზების გამო და ოპოზიციის საქმე არის, რომ უჩიჩხინოს, რომ აი აქ შეგიშალა და არა მარტო შეგეშალა, შეგეშალა, როგორც კოღოსავით იკბინებოდე, არამედ უნდა შესთავაზო ალტერნატივა. ჩვენი ოპოზიცია მარტო ყვირის, წივის. თქვენ გინახავთ ერთი გაწერილი გეგმა? არა ChatGPT-ის მიერ ორგვერდიანი... კონკრეტული გეგმა, თავისი ბიუჯეტით, თავისი ადამიანური რესურსებით, თავისი სტრატეგიული ხედვებით, რომ მაგალითად, როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა 15 წელიწადში. გინახავთ? მე არა. ჩვენ რომ არ გვყავს ოპოზიცია მთავრობა ხედავს, რომ არა ჰყავს ოპონენტი, ფიზიკურად არა ჰყავს, რაც ძალიან ცუდი არის. სახელმწიფოს მმართველს უნდა ჰყავდეს ოპონენტი და ამ ოპონენტს პატივსაც უნდა სცემდეს, მაგრამ როგორ შეიძლება შენ პატივს სცემდე „ტიპებს”, რომლებსაც აინტერესებთ, რომ ერთდღიან ფეისბუქ პოსტებზე დააგროვონ ლაიქები?

ერთ-ერთი ოპოზიციური წევრი, ნანუკა ჟორჟოლიანზეა საუბარი, 25 მილიონი ნახვა მყავს თვეში ყოველთვიურადო... რა ვიცი, 25 მილიონი სტაბილურად არის ჩემს ფეისბუქზე, როცა არაფერს ვწერ, არის 5 მილიონი, და როცა ავტეხავ და რაღაცებს დავწერ, 15-მდე ადის. პლუს კიდევ ჩემი სააგენტოები რომ მაქვს ზოგჯერ 30 მილიონამდე ავდივარ თვეში სტაბილურად. ყველანაირი რეკლამის, ყველანაირი ჩატბოტების გარეშე და ყველანაირი პარტიული აქტივის „კლიკებით”. 30 მილიონი ნახვა ყოველთვიურად გიორგი ფხაკაძეს და მის სააგენტოებს აქვს თვეში და რა მერე? მთელი უბედურება მაგაში არის, რომ ფეისბუქ გვერდების ნახვებზე არიან ტიპები გადასულები, იმის მაგივრად, რომ მართლა შესთავაზონ პროგრესი. გარდა იმისა რომ არაადეკვატურები არიან, უკვე არასერიოზულებიც არიან.

ეს არის მთელი უბედურება და ახლა დღეს ატეხეს, აუ დედა, ქართული ნავთობი მიდის აფხაზეთში. აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! ანუ თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, საქართველოს მეორე რეგიონში. მე მაგალითად პირიქით, მივესალმები, რომ ვაჭრობა აფხაზეთთან გაძლიერდეს. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ მაქსიმალური ვაჭრობა და კონტაქტები იყოს.

კიდევ ერთხელ, არაპროფესიონალიზმი კლავს. ხმას როცა ამოიღებ და კომენტარს იტყვი, ან ვიღაცას საყვედურს ეტყვი, იმ წუთასვე გაგლანძღავენ, რაც არასწორია. ყველაზე უბედურება არის, რომ ეგრეთწოდებული ოპოზიცია, რომელსაც შენ გააკრიტიკებ, რას ჰქვია ოპოზიციას აკრიტიკებო, რა ვიცი, თქვენ არ ხართ სიტყვის თავისუფლებაზე და ევროპულ ღირებულებებზე ჩაციკლულები რომ იძახით? როცა თქვენ გაგაკრიტიკებენ ეგ არასწორია, აი ამაში იჭედებით“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786871289

მსოფლიო

სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეასთან ზავის ნაცვლად მშვიდობაზე შეთანხმება სურს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი ჯე მიონმა ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგი სურს, რომლის მიზანიც ნახევარკუნძულზე „დროებითი ზავის“ „მშვიდობის რეჟიმით“ ჩანაცვლება იქნება. პრეზიდენტმა მოუწოდა დიალოგისკენ ჩრდილოეთ...

ლი ჯე მიონ

1786870470

სპორტი

მერაბ დვალიშვილი - პიოტრ იანის ბრძოლის თარიღი ცნობილია

ოფიციალურად, UFC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რის თანახმადაც მერაბ დვალიშვილი და პეტრ იანი მესამედ იჩხუბებენ. ტრილოგია 24 ოქტომბერს, UFC 333-ზე, აბუ-დაბიში შედგება. UFC-ის ღონისძიებაზე ქართველი რუსს სატიტუ...

მერაბ დვალიშვილი

1786869469

მსოფლიო

უნგრეთში ტურისტული ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

უნგრეთში პოლონური სანომრე ნიშნების მქონე ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი M3 ავტომაგისტრალზე ნიერედჰაზას მიმართულებით მოძრაობდა, შემდეგ კი გ...

ტურისტული ავტობუსი

1786867705

ახალი ამბები

ბათუმში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ბინაში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკა...

საპატრულო პოლიცია

1786867529

მსოფლიო

ლიბანზე ისრაელის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიშში მიიტანა. დარტყმები ნაბატიეს რაიონზე განხორციელდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა და 20-მდე დაშავდა. ისრაელის მხარის მტკიც...

ლიბანი ლიბანი