ზურაბ ქადაგიძე: საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს

პარტია “ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გია ბარამიძის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკას. ქადაგიძე წერს, რომ ქართული ოპოზიცია აფხაზეთში საწვავის გაგზავნას რუსეთის დახმარებად ნათლავს, რაც რეალურად ჰუმანიტარული დიალოგის საბოტაჟია. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქვეყნის გამთლიანება იწყება ელემენტარული ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ხიდების მშენებლობით.

„როდესაც ელემენტარული საწვავის გაგზავნას „რუსეთის დახმარებად“ ნათლავენ, ამით თავად აღიარებენ, რომ იქ მცხოვრები ადამიანების ბედი საერთოდ არ აინტერესებთ და საქართველოს დეოკუპაცია მათთვის მხოლოდ ფუჭი ლოზუნგია”, - წერს ქადაგიძე.

დეპუტატი აღნიშნავს იმასაც, რომ ქართული ოპოზიცია მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც ჰუმანიტარული ნაბიჯის გამო საკუთარი სამშობლოსთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვს.

„უსამშობლოთა დივერსია:
1. ისტორიული და მორალური დივერსია
ბარამიძის განცხადება, რომ თითქოს ქართველები აფხაზებს ხვრეტდნენ, შემთხვევითი წამოცდენა არ არის, ეს მათი უცვლელი მოღალატეობრივი ხელწერაა.
სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალამ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს მოღალატეობრივ რეზოლუციას "1633", სადაც ომის დანაშაული საკუთარ ჯარს დააბრალა და დღესაც ზუსტად იმავეს აკეთებენ.
როდესაც საკუთარ ხალხს ომის დანაშაულებს აბრალებ, ამით პირდაპირ ამართლებ სეპარატიზმს და ძირს უთხრი შერიგების ყოველგვარ მორალურ საფუძველს.
2. ჰუმანიტარული დიალოგის საბოტაჟი
ქვეყნის გამთლიანება იწყება ადამიანებამდე მისვლით, ნდობის დაბრუნებითა და ელემენტარული ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ხიდების მშენებლობით. აფხაზეთში მცხოვრები ხალხი ჩვენი საზოგადოების ნაწილია.
როდესაც ელემენტარული საწვავის გაგზავნას „რუსეთის დახმარებად“ ნათლავენ, ამით თავად აღიარებენ, რომ იქ მცხოვრები ადამიანების ბედი საერთოდ არ აინტერესებთ და საქართველოს დეოკუპაცია მათთვის მხოლოდ ფუჭი ლოზუნგია.
3. საკუთარი ქვეყნის დასანქცირების აბსურდი

მსოფლიოში არ არსებობს სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ სამშობლოზე ჰუმანიტარული ნაბიჯის გამო საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვდეს. ეს მოწოდება - "დაასანქცირეთ საქართველო“, მათი საბოლოო ლუსტრაციაა: ისინი მოქმედებენ არა ეროვნული ინტერესით, არამედ გარე დაკვეთით, რომლის მიზანიც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დაზიანებაა.

მარტივი დასკვნა: ამ უსამშობლოთა ჯგუფს არა შერიგება და ქვეყნის გამთლიანება, არამედ მუდმივი შუღლისა და დაძაბულობის შენარჩუნება სურს.საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული, მშვიდობიანი და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს!”, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786876228

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: „ქართული“ ოპოზიციის ერთადერთი მაშველი რგოლი, ყველასთვის მობეზრებული ე.წ. უწყვეტი პროტესტია, რომელიც თავის მხრივ, ზუსტად ისეთივე უშინაარსო და გარედან მართულია, როგორც ე.წ. ქართული ოპოზიცია

„ქართული“ ოპოზიციის ერთადერთი მაშველი რგოლი, ყველასთვის მობეზრებული ე. წ. უწყვეტი პროტესტია, რომელიც თავის მხრივ, ზუსტად ისეთივე უშინაარსო და გარედან მართულია - როგორც ე.წ.ქართული ოპოზიცია“,- ამის შეს...

ცოტნე ანანიძე

1786873875

მსოფლიო

NYT: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ

გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ, - წერს The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით. როგორც ევროპელმა ოფიციალურმა პირებ...

 გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი

1786871289

მსოფლიო

სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეასთან ზავის ნაცვლად მშვიდობაზე შეთანხმება სურს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი ჯე მიონმა ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგი სურს, რომლის მიზანიც ნახევარკუნძულზე „დროებითი ზავის“ „მშვიდობის რეჟიმით“ ჩანაცვლება იქნება. პრეზიდენტმა მოუწოდა დიალოგისკენ ჩრდილოეთ...

ლი ჯე მიონ

1786870470

სპორტი

მერაბ დვალიშვილი - პიოტრ იანის ბრძოლის თარიღი ცნობილია

ოფიციალურად, UFC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რის თანახმადაც მერაბ დვალიშვილი და პეტრ იანი მესამედ იჩხუბებენ. ტრილოგია 24 ოქტომბერს, UFC 333-ზე, აბუ-დაბიში შედგება. UFC-ის ღონისძიებაზე ქართველი რუსს სატიტუ...

მერაბ დვალიშვილი

1786869469

მსოფლიო

უნგრეთში ტურისტული ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

უნგრეთში პოლონური სანომრე ნიშნების მქონე ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი M3 ავტომაგისტრალზე ნიერედჰაზას მიმართულებით მოძრაობდა, შემდეგ კი გ...

ტურისტული ავტობუსი