საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ერთ და საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული დაზარალებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა თითქოს დაეხმარებოდა ბინადრობის მოწმობის აღების საკითხში, რის სანაცვლოდ მოტყუებით გამოართვა 14 500 აშშ დოლარი.
ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულს დაჰპირდნენ თითქოს დაეხმარებოდნენ საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნასა და საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და უკან დაბრუნების საკითხში, რის სანაცვლოდ მოსთხოვეს 5000 აშშ დოლარი, წინასწარ გამოართვეს 3000 აშშ დოლარი.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (დიდი ოდენობით თაღლითობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა) წარედგინათ.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
1786876228
საზოგადოებაცოტნე ანანიძე: „ქართული“ ოპოზიციის ერთადერთი მაშველი რგოლი, ყველასთვის მობეზრებული ე.წ. უწყვეტი პროტესტია, რომელიც თავის მხრივ, ზუსტად ისეთივე უშინაარსო და გარედან მართულია, როგორც ე.წ. ქართული ოპოზიცია
„ქართული“ ოპოზიციის ერთადერთი მაშველი რგოლი, ყველასთვის მობეზრებული ე. წ. უწყვეტი პროტესტია, რომელიც თავის მხრივ, ზუსტად ისეთივე უშინაარსო და გარედან მართულია - როგორც ე.წ.ქართული ოპოზიცია“,- ამის შეს...
1786873875
მსოფლიოNYT: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ
გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ, - წერს The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით. როგორც ევროპელმა ოფიციალურმა პირებ...
1786871289
მსოფლიოსამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეასთან ზავის ნაცვლად მშვიდობაზე შეთანხმება სურს
სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი ჯე მიონმა ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგი სურს, რომლის მიზანიც ნახევარკუნძულზე „დროებითი ზავის“ „მშვიდობის რეჟიმით“ ჩანაცვლება იქნება. პრეზიდენტმა მოუწოდა დიალოგისკენ ჩრდილოეთ...
1786870470
სპორტიმერაბ დვალიშვილი - პიოტრ იანის ბრძოლის თარიღი ცნობილია
ოფიციალურად, UFC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რის თანახმადაც მერაბ დვალიშვილი და პეტრ იანი მესამედ იჩხუბებენ. ტრილოგია 24 ოქტომბერს, UFC 333-ზე, აბუ-დაბიში შედგება. UFC-ის ღონისძიებაზე ქართველი რუსს სატიტუ...
1786869469
მსოფლიოუნგრეთში ტურისტული ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
უნგრეთში პოლონური სანომრე ნიშნების მქონე ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი M3 ავტომაგისტრალზე ნიერედჰაზას მიმართულებით მოძრაობდა, შემდეგ კი გ...



























