გიორგი გამსახურდია საპროტესტო აქციებზე: ეს არის ძალადობრივი სპექტაკლი, რომელიც ცდილობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოარყიოს, წინააღმდეგობის რაღაც ილუზია შექმნას
გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის რადიკალურ გეგმებსა და მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო გასული წლის საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის გეგმა მაინც ძალადობრივი და რადიკალური იყო.
„მათ [ოპოზიციას] სჭირდებოდა სრული ძალაუფლება და რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო [საპარლამენტო არჩევნები], მათზე ჩაშლილი დავალების სახით გაწერილი სცენარი იყო შემდეგი: ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო ძალადობრივი გზით, მათ ყოველთვის რადიკალური სცენარი ჰქონდათ. ეს ყველაფერი უნდა გადასულიყო დაპირისპირებაში და ძალადობრივი გზით უნდა დაბრუნებულიყო „ნაცმოძრაობა“ და არა ის პოლიტიკური კოქტეილი, რომელიც ამ პერტიების სახით იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.
მან თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებიც შეაფასა და „სულელური პერფორმანსები“ უწოდა.
„ეს [პოლიციისთვის] წინააღმდეგობის გაწევაც არ არის, ეს არის ძალადობრივი სპექტაკლი, რომელიც ცდილობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოარყიოს, წინააღმდეგობის რაღაც ილუზია შექმნას. აკეთებენ რაღაც სულელურ პერფორმანსებს. ცდილობენ, რომ სახელმწიფო რაღაც გამოწვევის წინაშე დააყენონ“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.
1761548718
საზოგადოებაკალასი, კოსი, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ - რატომ უწოდა „ალდემ“ ქართულ არჩევნებს გაყალბებული ეუთო/ოდირის დასკვნის მიუხედავად?!
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) 25 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ პარტიულ კონგრესზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც „გმობს გაყალბებულ არჩევნებს“ საქართველოში და მიზნობრივი სანქციების დაწე...
1761547367
ახალი ამბებიგიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტისთვის“ შენობის უკანონო პრივატიზების ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს პროკურატურამ ტექნი...
1761544432
საზოგადოებალევან მახაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს. წერილში ნათქვამია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდე...
1761541180
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
27 ოქტომბერს, ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ოზურგეთშიც, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი...
1761540067
საზოგადოებანინო წილოსანი: ვუყურებთ მილევად რეჟიმში მყოფ აქციას და ამ აქციის ფონზე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს
გიჟური განცხადებები კეთდება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მომხრეების გასამხნევებლად, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილისა და ლევან ცუცქირიძის მიერ გუშინდელ აქციაზე...


























