მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მოლოდინები თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულების შემდეგ ძალიან პოზიტიურია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი შეაფასა. მინისტრის თქმით, ფორუმზე თითოეულ ქვეყანას, განსაკუთრებით კი საქართველოს, ჰქონდათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად ესაუბრათ იმ მიღწევებზე, შედეგებსა და გეგმებზე, რომლებიც უშუალოდ ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ინვესტიციების მიმართულებით გააჩნიათ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ბევრი ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს უშუალოდ ეკონომიკის განვითარების კუთხით, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ისინი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის როგორც უშუალოდ შუა დერეფანში, ასევე ტრანზიტული ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025 წლის 22-23 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით გაიმართა და მასში 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოლოდინები ფორუმის დასრულების შემდეგ ძალიან პოზიტიურია, რომ საქართველოს ექნება არაერთი ხელშესახები შედეგი, რადგან ფორუმის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართა.

„ფორუმზე გამართული შეხვედრების ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ პროექტებზე, მათი შესრულების გეგმებსა და ვადებზე, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ასევე კონკრეტულ შედეგებში. აღნიშნული პროექტები უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის, მისი როლისა და ფუნქციის გაძლიერებას შუა დერეფანში და მისი პოზიციონირების კიდევ უფრო მეტად გამყარებას, როგორც ტრანზიტული - ლოგისტიკური ჰაბის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761559965

საზოგადოება

კახა კალაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე: მთავარი პლატფორმა არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხალხის მხარდაჭერა

ზოგადად ძალადობრივი ჯგუფებისა და ექსტრემისტების წახალისება გარედან, ჩვენთვის სიახლე არ არის - ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან შეურაცხმყოფელი, - განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ევრონესტის საპ...

კახა კალაძ

1761559728

საზოგადოება

კახა კალაძე პარტიაზე „გახარია საქართველოსთვის“: ყველაზე ჭკვიანები ესენი გამოდგნენ - რაღაც ანალიზი გააკეთეს და მიხვდნენ, რომ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სისულელე იყო

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტში საკუთარი მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც მან შესაბამისი...

კახა კალაძე

1761558746

საზოგადოება

კახა კალაძე: ALDE-ს რეზოლუცია შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის

„მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს“, - აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ...

 კახა კალაძე

1761558212

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის დედის, ეკატერინე წერეთლის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულმა გ. ჩიკვაიძემ და მისმა თანამესაკნეებმა შიმშილობა დაიწყე...

პენიტენციური სამსახურ

1761557094

საზოგადოება

თაკო ჩარკვიანი: გაათრიეთ ეს ცოლ-ქმარი, ბოკერია-ჩერგო, მუდამ პროცესის დამშლელები, ეს მრავალწლიანი კატასტროფა ქართული პოლიტიკისა, ყველა ოპო პროცესის დამშლელი

„გაათრიეთ ეს ცოლ-ქმარი ბოკერია-ჩერგო, მუდამ პროცესის დამშლელები, ეს მრავალწლიანი კატასტროფა ქართული პოლიტიკისა, ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებაში მხილებული (პატიმრების უფლებადამცველის ე.თევდორაძის ღი...

თაკო ჩარკვიანი: ჩერგოლეიშვილი