მარიამ ქვრივიშვილი: „იგლ ჰილსთან“ შეთანხმებით შევძელით უპრეცედენტო ინვესტიციის შემოტანა და მაქსიმალურად საუკეთესო პირობების წამოღება ჩვენი ქვეყნისთვის

სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილს“-ს შორის ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს, 6.5 მლრდ აშშ დოლარის საინვესტიციო შეთანხმებას, რასაც უდიდესი, განგრძობითი ეფექტი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, კომპანია „იგლ ჰილს“-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ უპრეცედენტო ინვესტიციას გავლენა ექნება არამხოლოდ ეკონომიკის გარკვეულ სექტორებზე, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სურათზე.

„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მოცულობის ინვესტიცია - საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, ეს ერთი მხრივ უპრეცედენტო ინვესტიციაა, მეორე მხრივ კი ამ პროექტს ექნება უდიდესი გავლენა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე - ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება თბილისსა და გონიოში. ამავდროულად, ინვესტიციის ფარგლებში, ფაქტობრივად, ორი ახალი დანიშნულების ადგილი შეიქმნება, რომლებიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დეველოპმენტის და ამავდროულად, ტურიზმის სექტორებს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა, მოჰამედ ალი ალაბარმა 22 ოქტომბერს ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას, რომელთა ფარგლებშიც „იგლ ჰილსი“ თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.

„შეთანხმება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესის დაცვას - ერთი მხრივ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო უპრეცედენტო ინვესტიციის შემოტანა და მეორე მხრივ, ჩვენ ასევე შევძელით და მაქსიმალურად უზრუნველვყავით საუკეთესო პირობების წამოღება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ბიუჯეტისთვის. სახელმწიფო გახდა ასეთი მსხვილი პროექტის თანაპარტნიორი - საერთო საწარმოში 33% სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება, შესაბამისად, ჩვენ დავრჩით თანამესაკუთრეები იმ მიწების, რომლებიც გონიოსა და კრწანისს მოიცავს, სადაც მოხდება პროექტის შემდგომი განვითარება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

რაც შეეხება თავად „იგლ ჰილს საქართველოს“ პროექტს, მინისტრის შეფასებით, ფაქტობრივად, საუბარი შეეხება ორი ახალი ქალაქის მშენებლობას, რასაც ძალიან დიდი ეფექტი ექნება ქვეყნის სწორ პოზიციონირებასა და პოპულარიზაციაზე. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ ინვესტორების და მეწარმეების ხელშეწყობაა.

„ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ პროგნოზირებადი გარემო. საქართველომ შეძლო ის, რაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო - მიმდინარე გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, რომ წლების განმავლობაში უზრუნველვყავით მშვიდობის, სტაბილურობის და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა. ეს არის ქვეყანა, რომელიც ქმნის ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ინვესტიციები მოიზიდოს, ხოლო მეორე მხრივ კი ინვესტორებმა ფაქტობრივად, ყოველწლიურად შეძლონ და განავითარონ, მასშტაბირება გაუკეთონ მათ პროექტებს, ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში“, - განმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761559965

საზოგადოება

კახა კალაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე: მთავარი პლატფორმა არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხალხის მხარდაჭერა

ზოგადად ძალადობრივი ჯგუფებისა და ექსტრემისტების წახალისება გარედან, ჩვენთვის სიახლე არ არის - ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან შეურაცხმყოფელი, - განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ევრონესტის საპ...

კახა კალაძ

1761559728

საზოგადოება

კახა კალაძე პარტიაზე „გახარია საქართველოსთვის“: ყველაზე ჭკვიანები ესენი გამოდგნენ - რაღაც ანალიზი გააკეთეს და მიხვდნენ, რომ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სისულელე იყო

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტში საკუთარი მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც მან შესაბამისი...

კახა კალაძე

1761558746

საზოგადოება

კახა კალაძე: ALDE-ს რეზოლუცია შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის

„მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს“, - აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ...

 კახა კალაძე

1761558212

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის დედის, ეკატერინე წერეთლის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულმა გ. ჩიკვაიძემ და მისმა თანამესაკნეებმა შიმშილობა დაიწყე...

პენიტენციური სამსახურ

1761557094

საზოგადოება

თაკო ჩარკვიანი: გაათრიეთ ეს ცოლ-ქმარი, ბოკერია-ჩერგო, მუდამ პროცესის დამშლელები, ეს მრავალწლიანი კატასტროფა ქართული პოლიტიკისა, ყველა ოპო პროცესის დამშლელი

„გაათრიეთ ეს ცოლ-ქმარი ბოკერია-ჩერგო, მუდამ პროცესის დამშლელები, ეს მრავალწლიანი კატასტროფა ქართული პოლიტიკისა, ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებაში მხილებული (პატიმრების უფლებადამცველის ე.თევდორაძის ღი...

თაკო ჩარკვიანი: ჩერგოლეიშვილი