ნინო წილოსანი: ვუყურებთ მილევად რეჟიმში მყოფ აქციას და ამ აქციის ფონზე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს

გიჟური განცხადებები კეთდება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მომხრეების გასამხნევებლად, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილისა და ლევან ცუცქირიძის მიერ გუშინდელ აქციაზე გაკეთებულ განცხადებებს. მისივე შეფასებით, ეს აქცია მილევადი ხასიათისაა.

„ვუყურებთ მილევად რეჟიმში მყოფ აქციას და ამ აქციის ფონზე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს და ალტერნატიული რეალობის წარმოჩენას ცდილობს. გიჟური განცხადებები კეთდება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მომხრეების გასამხნევებლად და ამ ჭრილშიც რომ განვიხილოთ, მაინც სრულებით გონებას არის აცდენილი. რა თქმა უნდა ადამიანები, ვინც რუსთაველზე გამკაცრებული კანონის მიუხედავად მაინც გამოდიან, არიან ისინი ვინ წლების მანძილზე იღებდნენ სწორად ამ დესტრუქციული მოქმედებებისთვის და ექსტრემიზმისთვის დაფინანსებას. ამიტომ მათ როგორც ჩანს, ახლაც გარკვეული დაფინანსება აქვთ დაგროვილი და მისაღები, შესაბამისად ვითომ მათ ამ თავგანწირვას შეიძლება ვუწოდოთ დაფინანსებისა და ხელფასისთვის გაღებული თავგანწირვა“, - აღნიშნა წილოსანმა.

გუშინ, 27 ოქტომბერს გამართულ აქციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

„კიდევ ცოტა გაუძლოს ჩვენმა გულმა და კიდევ მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება - ახალი არჩევნები, ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე“.

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ კი მოქალაქეებს „ახალი დემოკრატიული რიტუალის“ დამკვიდრება შესთავაზა.

„მინდა, შემოგთავაზოთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაამკვიდროს ერთგვარი ახალი დემოკრატიული რიტუალი.

პირველი: თითოეულმა მოქალაქემ კვირაში ერთი დღე მაინც აუცილებლად გაატაროს რუსთაველზე, საპროტესტო კერაზე ან სხვა ქალაქებში;

მეორე - მხარი დაუჭირონ და დავაფინანსოთ, როგორც შეგვიძლია ის მამაცი ადვოკატები და იურისტები, დამოუკიდებელი ჟურნალისტები;

მესამე - შევუერთდეთ და გავაძლიეროთ დემოკრატიული, პატრიოტული, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალები“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761548718

საზოგადოება

კალასი, კოსი, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ - რატომ უწოდა „ალდემ“ ქართულ არჩევნებს გაყალბებული ეუთო/ოდირის დასკვნის მიუხედავად?!

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) 25 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ პარტიულ კონგრესზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც „გმობს გაყალბებულ არჩევნებს“ საქართველოში და მიზნობრივი სანქციების დაწე...

კალასი, კოსი, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“

1761547367

ახალი ამბები

გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტისთვის“ შენობის უკანონო პრივატიზების ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს პროკურატურამ ტექნი...

პროკურატურა

1761544432

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს. წერილში ნათქვამია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდე...

ლევან მახაშვილი

1761543564

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია საპროტესტო აქციებზე: ეს არის ძალადობრივი სპექტაკლი, რომელიც ცდილობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოარყიოს, წინააღმდეგობის რაღაც ილუზია შექმნას

გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის რადიკალურ გეგმებსა და მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო გასული წლის საპარლამენტო არჩევნებ...

გიორგი გამსახურდია

1761541180

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 ოქტომბერს, ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ოზურგეთშიც, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა