კალასი, კოსი, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ - რატომ უწოდა „ალდემ“ ქართულ არჩევნებს გაყალბებული ეუთო/ოდირის დასკვნის მიუხედავად?!
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) 25 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ პარტიულ კონგრესზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც „გმობს გაყალბებულ არჩევნებს“ საქართველოში და მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს ევროკავშირს.
აღსანიშნავია, რომ „ალდეს“ წევრები არიან ევროპელი ჩინოვნიკები: საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი, კაია კალასი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი.
„ალდეს“ პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოში მოქმედ რადიკალურ ოპოზიციასთან. „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - ამ პარტიების წარმომადგენლები აქტიურად ესწრებიან „ალდეს” ყრილობებს და მჭიდრო კავშირი აქვთ იმ ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის წევრები არიან.
„ალდე“ აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში მოქმედ რადიკალურ ოპოზიციას, რასაც ადასტურებს ამ ალიანსის წარმომადგენელთა არაერთი განცხადება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით და ოპოზიციონერების მხარდაჭერით გამოირჩევა.
კალასის და კოსის პარტიის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, სახელწოდებით „2025 წლის ოქტომბრის ყალბი არჩევნებისა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარული კონსოლიდაციის დაგმობა“, არაფერია ნათქვამი იმის შესახებ თუ რა გზით გაყალბდა საქართველოში არჩევნები და არც გაყალბების კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი.
ორივე ევროკომისარმა, ამ პარტიული რეზოლუციის მხარდაჭერით, გამოააშკარავა, რომ არ არიან ევროკავშირის ყველა წევრის სახელით მოსაუბრე მიუკერძოებელი ბიუროკრატები, არამედ, კონკრეტულ პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენენ, რომელიც ყველა ხერხით ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას.
„ალდეს“ რეზოლუცია გმობს საქართველოს გაყალბებულ არჩევნებს, მაშინ, როცა არ ასახელებს გაყალბების ფაქტებს. არჩევნების გაყალბებაზე არც 2024 წლის ეუთო/ოდირის დასკვნაშია საუბარი, მეტიც, სადამკვირვებლო ორგანიზაცია წერდა, რომ დაძაბულობის მიუხედავად, „არჩევნების დღე, ზოგადად, პროცედურული თვალსაზრისით, კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა“.
1761559965
საზოგადოებაკახა კალაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე: მთავარი პლატფორმა არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხალხის მხარდაჭერა
ზოგადად ძალადობრივი ჯგუფებისა და ექსტრემისტების წახალისება გარედან, ჩვენთვის სიახლე არ არის - ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან შეურაცხმყოფელი, - განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ევრონესტის საპ...
1761559728
საზოგადოებაკახა კალაძე პარტიაზე „გახარია საქართველოსთვის“: ყველაზე ჭკვიანები ესენი გამოდგნენ - რაღაც ანალიზი გააკეთეს და მიხვდნენ, რომ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სისულელე იყო
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტში საკუთარი მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც მან შესაბამისი...
1761558746
საზოგადოებაკახა კალაძე: ALDE-ს რეზოლუცია შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის
„მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს“, - აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ...
1761558212
საზოგადოებაპენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის დედის, ეკატერინე წერეთლის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულმა გ. ჩიკვაიძემ და მისმა თანამესაკნეებმა შიმშილობა დაიწყე...
1761557094
საზოგადოებათაკო ჩარკვიანი: გაათრიეთ ეს ცოლ-ქმარი, ბოკერია-ჩერგო, მუდამ პროცესის დამშლელები, ეს მრავალწლიანი კატასტროფა ქართული პოლიტიკისა, ყველა ოპო პროცესის დამშლელი
„გაათრიეთ ეს ცოლ-ქმარი ბოკერია-ჩერგო, მუდამ პროცესის დამშლელები, ეს მრავალწლიანი კატასტროფა ქართული პოლიტიკისა, ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებაში მხილებული (პატიმრების უფლებადამცველის ე.თევდორაძის ღი...


























