გიორგი ჯინჭარაძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი გადასცდა 50 მილიონს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ახალი პროექტები
როდესაც ვიწყებთ საუბარს ახალ პროგრამებზე, ახალ ინიციატივებზე, მთავარი არის ბიუჯეტი და მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი გადასცდა 50 მილიონს წელს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ყველა მიმართულებით თვისობრივად ახალი პროექტები, პროგრამები, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.
როგორც მან აღნიშნა, მისი დანიშვნიდან ერთი წლის მანძილზე უამრავი მიმართულებით სხვადასხვა სახის პროგრამები და პროექტები შეიქმნა.
„ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა ამ ფორმატში, ამ საოცარ გარემოში, როდესაც ყველაზე ახლოს ვართ აფხაზეთთან.
დღეს ამ ფორმატში მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი დანიშვნიდან ერთი წლის ანგარიში და გავლილი ერთი წელი ნამდვილად იყო თვისებრივად ახალი ახალი ინიციატივების, ახალი პროგრამების მართვის სისტემის დანერგვის წელიწადი და ძირითად კომპონენტებს შემოგთავაზებთ, რაც ამ ერთ წელში გაკეთდა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის.
როდესაც ვიწყებთ საუბარს ახალ პროგრამებზე, ახალ ინიციატივებზე, მთავარი არის ბიუჯეტი და მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი გადასცდა 50 მილიონს წელს, შესაბამისად, გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ყველა მიმართულებით თვისობრივად ახალი პროექტები, პროგრამები“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
1783438424
საზოგადოებააშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოწვევით, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოწვევით, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ამ...
1783435670
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ჯო უილსონის ინიციირებულ რეზოლუციაზე: იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს ამ რეზოლუციებს, რომელზედაც იბეჭდება. ასეთი რეზოლუციები ბევრად უფრო მეტს მეტყველებს მის დამწერსა და მიმღებზე, ვიდრე არსებულ რეალობაზე
იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს ამ რეზოლუციებს, რომელზეც იბეჭდება, - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ჯო უილსონის მიერ ინიციირებულ რეზოლუციას. როგორც მან „დღის ქრონიკასთ...
1783435346
ახალი ამბები2026 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.12 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
2026 წლის ივნისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 115.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 7.12 მლრდ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სა...
1783434414
ახალი ამბებიმიმოქცევაში სამი ახალი ეროვნული საფოსტო მარკა გაეშვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით 2026 წლის 7 ივლისიდან მიმოქცევაში შემდეგი ეროვნული საფოსტო მარკები გაეშვა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...
1783434043
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: გახარიას გუნდის წევრებმა თავად წამოიწყეს კონფლიქტი, თავად არიან ამ კონფლიქტის მაპროვოცირებლები და ჯობია, წუწუნს შეეშვან და საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება გიორგი გახარიას პარტიის მცდელობას მოიძიოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებებზე სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტები. პაპუაშვილის თქმით,...



























