აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოწვევით, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოწვევით, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მარკო რუბიომ დამსწრეთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, და ხსენებული თარიღის, საზეიმო ვითარებაში, მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად აღნიშვნის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მიღება „ამერიკა 250“-ის პროექტის ფარგლებში იქნა ორგანიზებული და ერთიანობისა და თავისუფლების ფასეულობების სულისკვეთებას ასახავდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის პირები, მათ შორის აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი და კომერციის მდივანი, ჰოვარდ ლუტნიკი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783434414

ახალი ამბები

მიმოქცევაში სამი ახალი ეროვნული საფოსტო მარკა გაეშვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით 2026 წლის 7 ივლისიდან მიმოქცევაში შემდეგი ეროვნული საფოსტო მარკები გაეშვა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

საფოსტო მარკა გაეშვა

1783434043

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: გახარიას გუნდის წევრებმა თავად წამოიწყეს კონფლიქტი, თავად არიან ამ კონფლიქტის მაპროვოცირებლები და ჯობია, წუწუნს შეეშვან და საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება გიორგი გახარიას პარტიის მცდელობას მოიძიოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებებზე სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტები. პაპუაშვილის თქმით,...

შალვა პაპუაშვილი

1783431721

ახალი ამბები

„ფაშისტურ-ნაცისტურ“ ჯგუფთან კავშირში მყოფ არასრულწლოვანს პროკურატურამ 14 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებაში, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილ...

პროკურატურაპროკურატურა

1783431549

საზოგადოება

შიო მესამე: სინანულის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა ღმერთს გული გაუხსნას, სინანული არის ცოდვების გაცნობიერება და შემდეგ ამის მონანიება. ეს არის პირველი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ

სინანულის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა ღმერთს გული გაუხსნას. სინანული არის ცოდვების გაცნობიერება და შემდეგ ამის მონანიება. ეს არის პირველი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს...

პატრიარქი შიო მესამე

1783431043

საზოგადოება

ფეისბუკ მომხმარებელი ლიანა ბლაგიძე სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სამართალდამრღვევად ცნეს

ფეისბუკ მომხმარებელი ლიანა ბლაგიძე სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სამართალდამრღვევად ცნეს. მან ირინე ფერაძის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარი საჯაროდ დაწერა. სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პო...

პროკურატურა