შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: გახარიას გუნდის წევრებმა თავად წამოიწყეს კონფლიქტი, თავად არიან ამ კონფლიქტის მაპროვოცირებლები და ჯობია, წუწუნს შეეშვან და საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება გიორგი გახარიას პარტიის მცდელობას მოიძიოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებებზე სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტები.
პაპუაშვილის თქმით, გახარიას გუნდის წევრებმა თავად წამოიწყეს კონფლიქტი, თავად არიან ამ კონფლიქტის მაპროვოცირებლები და ჯობია, წუწუნს შეეშვან და საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ.
„მგონი, უკვე ძალიან მოსაბეზრებელია მათი ასეთი დამოკიდებულება. გასაგებია, რომ ინციდენტი, რაც პარლამენტში მოხდა არ იყო კარგი. თავადაც კარგად იციან, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. სწორედ მათი ფრაქციის წევრის უღირსმა საქციელმა მიიყვანა ეს ყველაფერი იმ წერტილამდე, როდესაც სამწუხაროდ კონფლიქტი წარმოიშვა. ამიტომ, საკუთარ დაშავებულს თუ ცდილობენ, რომ ზედმეტი წუწუნით გამოასწორებენ და თავს მსხვერპლის როლში ჩაიყენებენ, ძალიან ცდებიან. ისინი არანაირი მსხვერპლები არ არიან. მათი ფრაქციის წევრმა წამოიწყო ეს მთლიანი კონფლიქტი.
დიდი ხანია, საქართველოს პარლამენტში არ მომხდარა ამგვარი ინციდენტი, სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი შიგნით, თავად გაერკვეს ამ საკითხში და პარლამენტის წევრებს შორის ურთიერთობები არ მივიდეს ასეთ დაძაბულ წერტილამდე.
პარლამენტი და პარლამენტის სხდომები, ეს არის სპეციფიკური სივრცე, ეს არ არის ჩვეულებრივი საჯარო სივრცე. ეს არის კონსტიტუციური ფორუმი, სადაც ხალხის წარმომადგენლები მსჯელობენ და იღებენ კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს, აქ ზედმეტი ჩარევა ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან არ არის სწორი. სწორედ ამიტომაც არის, რომ ორი კვირაა ეძებენ და სამი შემთხვევის გარდა ვერაფერი ნახეს ისტორიულად მსოფლიოში თუ მომხდარა, რომ რაიმე გარე ჩარევით სამართლებრივი მექანიზმები ამუშავებულიყო.
როდესაც არის ამგვარი ფიზიკური დაპირისპირება, სპონტანური, არ იწვევს მძიმე ზიანს და არ აქვს რაიმე ისეთი შედეგები, ეს შიდა საპარლამენტო საკითხად რჩება. ეს უპირველეს ყოვლის ოპოზიციისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ შემდეგ ეს ბერკეტი არ იყოს გამოყენებული, თუნდაც ოპოზიციის წინააღმდეგ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებების სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტებს ეძებს, თუმცა ინციდენტიდან მეათე დღეს ე.წ. პრეცედენტების წარმოდგენას რეალური ინფორმაციის დამალვით ცდილობს. ფაქტობრივად ათი დღის განმავლობაში მოიძიეს ორსულ ქალზე ფიზიკური ძალადობა. სენეგალში, პარლამენტის ორ ოპოზიციონერ წევრს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო. მეორე ამბავი ეხება ბრიტანეთს, თუმცა დამალეს, რომ ინციდენტი კარაოკე საღამოზე მოხდა და არა სხდომის დროს, ასევე აქვთ საბერძნეთის მაგალითი, სადაც საქმე ეხება მძიმე დაზიანებებს, რომლის შესახებაც, როგორც გამონაკლისზე, ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემაც ილაპარაკა.
1783434414
ახალი ამბებიმიმოქცევაში სამი ახალი ეროვნული საფოსტო მარკა გაეშვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით 2026 წლის 7 ივლისიდან მიმოქცევაში შემდეგი ეროვნული საფოსტო მარკები გაეშვა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...
1783430994
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ეუთოც იმ ორგანიზაციების რიგში გადადის, რომლებიც, ფაქტობრივად, მკვდრადშობილი ორგანიზაციის სტატუსისკენ მიდიან
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვნად შესუსტებულია და საერთაშორი...
1783430034
ახალი ამბებიდავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა სტატუსი დადო, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათლახები ხართო, სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს ისტორიის ამ ვერსიას, მანამ გარანტირებული გვაქვს ბიძინას მარადიული მეუფება
„მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბო@ები და ჩათლახები ხართ, მ...
1783429810
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6393 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6403 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1783429430
საზოგადოებაშიო მესამე: სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მსახურებისას ვეცადე, მესწავლა ეშხი, სიყვარული სამეგრელოსი, რის გარეშეც შეუძლებელია, შეიცნო ქართული სული, კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსი
„ჩვენ, როგორც ადამიანები, მეტად თუ ნაკლებად ვცოდავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ დროებითი, მიწიური სიცოცხლე მ...



























