2026 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.12 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

2026 წლის ივნისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 115.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 7.12 მლრდ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე.

როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას ახორციელებს და 2026 იანვარ-მაისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 1,465.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, 2026 წლის ივნისის წმინდა შესყიდვების სტატისტიკა 27 ივლისს გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაცია გააკეთა და ოქროში პირველი ინვესტიციები განახორციელა, რაც ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. მას შემდგომ, ოქროს აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც დამატებით გაზარდა მთლიანი საერთაშორისო რეზერვი.

2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.2%-ს (1,014.0 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783434414

ახალი ამბები

მიმოქცევაში სამი ახალი ეროვნული საფოსტო მარკა გაეშვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით 2026 წლის 7 ივლისიდან მიმოქცევაში შემდეგი ეროვნული საფოსტო მარკები გაეშვა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

საფოსტო მარკა გაეშვა

1783431043

საზოგადოება

ფეისბუკ მომხმარებელი ლიანა ბლაგიძე სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სამართალდამრღვევად ცნეს

ფეისბუკ მომხმარებელი ლიანა ბლაგიძე სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სამართალდამრღვევად ცნეს. მან ირინე ფერაძის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარი საჯაროდ დაწერა. სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პო...

პროკურატურა

1783430994

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ეუთოც იმ ორგანიზაციების რიგში გადადის, რომლებიც, ფაქტობრივად, მკვდრადშობილი ორგანიზაციის სტატუსისკენ მიდიან

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვნად შესუსტებულია და საერთაშორი...

გურამ მაჭარაშვილი

1783430034

ახალი ამბები

დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა სტატუსი დადო, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათლახები ხართო, სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს ისტორიის ამ ვერსიას, მანამ გარანტირებული გვაქვს ბიძინას მარადიული მეუფება

  „მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბო@ები და ჩათლახები ხართ, მ...

დავით ზურაბიშვილი

1783429810

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6393 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6403 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

იტალია