ნინო წილოსანი: როგორც ჩანს, ევროკავშირი სახეს იცვლის, უფლებიან და უუფლებო წევრებად დაიყოფა. შემოთავაზება, რომელიც გერმანიამ წარმოთქვა და მას 12-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, სრულებით მიუღებელია ისეთი სუვერენული სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა
„როგორც ჩანს, ევროკავშირი სახეს იცვლის, უფლებიან და უუფლებო წევრებად დაიყოფა. ის შემოთავაზება, რომელიც გერმანიამ წარმოთქვა და მას 12-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, სრულებით მიუღებელია ისეთი სუვერენული სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
წილოსანის თქმით, საბჭოთა კავშირის დროსაც კი ჩვენ შევძელით და ქართული ენა დავიცავით, თუმცა როგორც ჩანს, ახლა ევროკავშირი გეგმავს პატარა სახელმწიფოებს არაფრის დაცვის უფლება აღარ ჰქონდეთ.
„სწორედ ამაზე ისაუბრა შალვა პაპუაშვილმა. მაშინ, როდესაც გეპატიჟებიან კავშირში, სადაც არ სცემენ პატივს არც შენს იდენტობას და არც არანაირი უფლება არ გაქვს შენი მოსაზრება გამოთქვა. იმაზეც აღარ არის საუბარი, რომ გაიტანო შენი პოზიცია. რა თქმა უნდა, ეს კავშირი ყველაზე მახინჯ ფორმას გვახსენებს, ისტორიულად რაც კი ყოფილა და რაც კი გამოგვიცდია. საბჭოთა კავშირის დროსაც კი ჩვენ შევძელით და ქართული ენა დავიცავით, თუმცა როგორც ჩანს, ახლა ევროკავშირი გეგმავს პატარა სახელმწიფოებს არაფრის დაცვის უფლება აღარ ჰქონდეთ.
ეს პროცესი კიდევ ერთხელ მაფიქრებს, რომ რეალურად, ოდესმე კი გეგმავდნენ ევროკავშირის გაფართოებას, თუ საქართველო, უკრაინა და ჩვენნაირი სახელმწიფოები მხოლოდ და მხოლოდ ააჟიტირეს ევროკავშირში გაწევრიანების იდეით იმიტომ, რომ მათი საქმე ეკეთებინათ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.
1785144858
საზოგადოებანიკა გვარამია გიორგი ქართველიშვილს ემუქრება: მაგ „რაზგონით“ მორგში წახვალ
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია, MMA-ის მებრძოლ, გიორგი ქართველიშვილს სოციალურ ქსელში ემუქრება. გვარამიას მუქარა ქართველიშვილის მიერ ახალი სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბების ინიციატივას...
1785143769
საზოგადოებაგიორგი ქართველიშვილი: საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას
სწორედ ამიტომ, დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაშ...
1785142271
საზოგადოებაგიორგი ქართველიშვილი: ყოველივე ქართულზე შეტევა ხელოვნურად აგორებული პროცესია - საამაყო წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ნორმად იქცეს, მხოლოდ ეროვნული შემაკავშირებლების გაუფასურებას ისახავს მიზნად
ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და მართლმადიდებლური რელიგია, ასევე ის მოღვაწეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართუ...
1785141398
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გამორჩეული ხარისხის ქართული თაფლის მიმწოდებელი იყოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ თაფლის გადამმუშავებელ მცირე საწარმოს, შპს „აპიჯეოს“, საქმი...
1785140215
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა დაუჯერეს პაატა ბურჭულაძეს და სხვა ორგანიზატორებს, ახლა შეუძლიათ კვლავ დაუჯერონ, აღიარონ საკუთარი დანაშაული, მოინანიონ
„4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა დაუჯერეს პაატა ბურჭულაძეს და სხვა ორგანიზატორებს. ახლა შეუძლიათ, რომ კვლავ დაუჯერონ, აღიარონ საკუთარი დანაშაული, მოინანიონ და როგორც გაცხადებული პოზიცია არ...



























