გიორგი ქართველიშვილი: საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას
სწორედ ამიტომ, დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას! ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, - განაცხადა MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, გამართულ პრესკონფერენციაზე.
ქართველიშვილის განცხადებით, ახალი მოძრაობა იქნება ძალიან აქტიური, მაქსიმალურად კონსტრუქციული და რაც მთავარია, ისინი მზად არიან პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთ ყველა ქმედებაზე.
„გვინდა საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური და სოლიდური, ამავდროულად კი მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუკი ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით, მზად ვართ თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ!“- განაცხადა ქართველიშვილმა.
ქართველიშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ონისე ოქრიაშვილმა და მასთან ერთად სცენაზე მყოფმა ადამიანებმა ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს და თუ ისინი ვერ იაზრებენ, რომ კვეთენ წითელ ხაზებს ქართველი ერის ღირსების შემლახავ თითოეულ ქმედებაზე მოეთხოვებათ პასუხი ახალი მოძრაობისგან.
„ახლა რაც შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ კონკრეტულ მოვლენებს, რომელიც აქტიურ განხილვის საგნად იქცა. როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო ერთადერთი ფაქტი, როდესაც ონისე ოქრიაშვილი ჩვენს რელიგიაზე, სამაგალითო ქართველ მოღვაწეზე ან ქართველებისთვის ხელშეუხებელ საკითხებზე შეურაცხმყოფელი ფორმით ხუმრობს. მიგვაჩნია, რომ არამხოლოდ იმ ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს იუმორისტს უწოდებს, არამედ მათაც, რომლებიც კონკრეტულ კადრებში სცენაზე მასთან ერთად სხედან და ხალისობენ, ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ! ამავდროულად, მათი სინანულის საუკეთესო დასტური იქნება, თუკი დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას და მიმართავენ პროკურატურას, რომ აღნიშნულმა უწყებამ ნიკო ხურცილავას პატიმრობა არ მოითხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მათ ნაბიჯებზე საზოგადოების რეაქციის დანახვის შემდეგაც ვერ ახერხებენ გაიაზრონ, რომ წითელ ხაზებს კვეთენ, ქართველ ერის ღირსების შემლახავ თითოეული ქმედებისა და კომენტარის გამო მოვითხოვთ პასუხს. ვიმეორებ, შევეცდებით ეს ყველაფერი ნორმისა და კანონის ფარგლებში გავაკეთოთ, თუმცა, თუკი შესაბამისი გარემოპირობები სხვა გზას არ დაგვიტოვებს, არც პატიმრობის შეგვეშინდება!ჩვენი დედა ეკლესიის, ტრადიციებისა და წინაპრების შეურაცხყოფას არავის შევარჩენთ. ვპირდებით ყველას, რომ იმ ღირებულებისა და ფასეულობების დაკნინების თუ გაუფასურების ნებისმიერ მცდელობასთან, რომელსაც ჩვენი ერი ეყრდნობა, შეურიგებლები ვიქნებით და თითოეულ მსგავს გამოვლინებაზე სათანადო, პროპორციული რეაგირება გვექნება!“, - აცხადებს გიორგი ქართველიშვილი.
1785140032
საზოგადოებაპროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი...
1785137699
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ახალგაზრდების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მიზნით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობს. ინფორმაციას ცესკო ავრცე...
1785137479
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსა...
1785136574
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარ...
1785136504
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით...



























