გიორგი ვოლსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ყველამ იცის, მათ შორის იმ ხალხმა, ვინც დაწერა მოხსენება, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ დარჩენილა არც ერთი რეზოლუცია, რომელსაც მხარი არ დაუჭირა უკრაინას ამა თუ იმ ფორუმზე

ყველამ იცის, მათ შორის იმ ხალხმა, ვინც დაწერა ეს მოხსენება, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ დარჩენილა არც ერთი რეზოლუცია, რომელსაც მხარი არ დაუჭირა ჩვენმა დელეგაციამ ამა თუ იმ ფორუმზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ უკრაინაზე საუბრისას.

ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას იგი ორ თემას შეეხეო: უკრაინის საკითხს და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მიღწევებს.

„ყველამ იცის, მათ შორის იმ ხალხმა, ვინც დაწერა ეს მოხსენება, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ დარჩენილა არც ერთი რეზოლუცია, რომელსაც მხარი არ დაუჭირა ჩვენმა დელეგაციამ ამა თუ იმ ფორუმზე. მათ შორის საკმაოდ ხისტ და საკმაოდ საფრთხის შემცველ ისეთ პოზიციებს, როგორიც არის თუნდაც, რეიკიავიკის დეკლარაცია. თუნდაც ჰააგის ტრიბუნალის მიმართვის რეზოლუცია - ეს ხომ იციან. ამ დროს გამოდის გონჩარენკო, ეს მოსულელო რადას დეპუტატი და ამბობს, რომ საქართველო ეომება უკრაინას პოლიტიკურ ასპარეზსა და ფორუმებზე. ამას პირდაპირ იღებენ და მოხსენებას [ურთავენ], რა შუაშია?!

ასევე, არსებობს რეიტინგები - თუ წინ ხარ და მით უმეტეს, თუ ევროსაბჭოს შეკვეთითაა ეს რეიტინგები გაკეთებული, ჩამონათვალია ინსტიტუტების, რომლებმაც ეს რეიტინგები შეადგინეს. თუ ეს იცი და მაინც ამის საწინააღმდეგოს წერ და არც ერთ ფაქტს არ ახსენებ, რომ ამდენი რევოლუციის მცდელობა იყო, ამდენი გადატრიალების, ამდენი დარღვევა იყო, 2012 წლამდე ხელისუფლებას ახასიათებ, როგორც კარგს, ჩვენს ხელისუფლებაზე ამბობ, რომ რეგრესი ხდება. რეგრესი სადამდე? - სააკაშვილის მმართველობამდე? - არა, როგორ გეკადრება! ესენი დემოკრატიის შუქურები არიან.

ამას რომ გაანალიზებ, შემდეგ შევხედოთ ვინ დაწერა ეს - დაწერეს საკმაოდ კვალიფიციურმა ადამიანებმა და საკმაოდ კვალიფიციურმა ადამიანმა, მარტა კოსმა გამოიტანა ეს მოხსენება. აქედან გამომდინარე, რა უნდა დავასკვნათ? - ადამიანები, ვინც აგინებდნენ სააკაშვილს და ჯალათს ეძახდნენ, უცებ გადააკეთეს პოზიცია და გახდნენ სააკაშვილისტები, რა ხდება? ე.ი. რაღაც არსებობს. ჩვენ რითი ვპასუხობთ? - ჯანსაღი დასკვნით, რომ აქ სხვა რამეშია საქმე, რომ არ შეჩერდეს ის სცენარი, რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა ამ დაპირისპირების „პროქსი ომში“. გამორიცხულია, სხვა მიზეზი ამას ჰქონდეს. მაშინ რა? პიროვნული ზიზღი აქვთ ჩვენს მიმართ? - არ დაგვიმსახურებია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში ევროპარლამენტში ევროკომისარმა მარტა კოსმა წარადგინა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762455282

მსოფლიო

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახლად არჩეულმა სპიკერმა პარლამენტის შენობიდან უკრაინის დროშის ჩამოხსნის ბრძანება გასცა

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახლად არჩეულმა სპიკერმა, „თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის“ (SPD) პარტიის ლიდერმა, ტომიო ოკამურამ პარლამენტის შენობიდან უკრაინის დროშის ჩამოხსნის ბრძანება გასცა. უკრაინ...

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახლად არჩეულმა სპიკერმა

1762453387

საზოგადოება

თამარ ტალიაშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის 46-ე ვიცე-პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის 46-ე ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წი...

, თამარ ტალიაშვილმ

1762450352

საზოგადოება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების მოსალოდნელი გაუარესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საა...

ზოგადი

1762449144

საზოგადოება

გორდულაძე: „დიფ სთეითის“ სურვილია არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ გუნდის დასჯა, არამედ ქართველი ხალხისაც, რომელიც უკვე მერამდენე არჩევნებია, მხარს მტკიცედ გვიჭერს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვასრულებთ გარედან მიღებულ დავალებებს

არაერთხელ გვითქვამს, რომ როდესაც დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში, „დიფ სთეითის“ გავლენები განსაკუთრებით გაძლიერდება ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიის მასშტაბით და წნეხიც გაიზრდება ჩვენს ქვ...

არჩილ გორდულაძე:

1762446455

მსოფლიო

ნენსი პელოსიმ პოლიტიკური კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა კენჭს აღარ იყრის, რითაც ასრულებს თავის პოლირიკურ კარიერას. პელოსიმ, რომელიც საკანო...

ნენსი პელოსი