ნენსი პელოსიმ პოლიტიკური კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა კენჭს აღარ იყრის, რითაც ასრულებს თავის პოლირიკურ კარიერას.
პელოსიმ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში სან-ფრანცისკოს თითქმის 40 წლის განმავლობაში წარმოადგენდა, თავისი გადაწყვეტილების შესახებ ხუთშაბათს გამოაცხადა.
„კონგრესში ხელახლა კენჭს აღარ ვიყრი. ჩემი გზავნილი ქალაქისთვის, რომელიც მიყვარს, ასეთია: სან-ფრანცისკო, გააცნობიერე შენი ძალა. ჩვენ შევქმენით ისტორია. ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს. ჩვენ ყოველთვის ლიდერები ვიყავით“, - აღნიშნა მან.
ნენსი პელოსი იყო პირველი ქალი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „დემოკრატიული პარტიის“ ფრაქციას პალატაში.
სპიკერის თანამდებობიდან ის 2023 წელს წავიდა, მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში მუშაობა გააგრძელა. ნოემბერში ის ხელახლა აირჩიეს მომდევნო ორწლიანი ვადით.
1762441109
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე დაკავებულ მანანა გიორგობიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე დაკავებულ მანანა გიორგობიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რ...
1762438090
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: ინფორმაცია თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია
„ინფორმაცია თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტების ინსულ...
1762437590
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: გამოწვევებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებაზე მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით არსებული მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციები
ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის, „კარგი მთავრობის ინდექსის“ შეფასების მიხედვით, ცვლილებებზე ეფექტურად რეაგირების კუთხით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვი...
1762437029
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს
„ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს და არც შეიქმნება – პაციენტების ინტერესი არის უპირატესობა“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, დიაბეტის...
1762435720
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გენერალური პროკურორის მიერ გაჟღერებული ფაქტები არ არის ახალი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას ჩადიოდნენ და ჩადიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები. იგულისხმება საბოტაჟის მცდელობა, დამხობის მცდელობა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. მისი თქმით, გაჟღერებული ინფორმაციას საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, ვინაიდან ყველა ხედავს რას ჩადი...


























