ლევან ჭოტორლიშვილი EMAAR-თან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: მიზანი მათი მოქმედების გასაგებია - გვევლინებიან მხსნელებად, რომ საზოგადოებას იცავენ მაგრამ ვინ დაიჯერებს ამას?! ინვესტიცია ნიშნავს ეკონომიკის გაძლიერებას, ეს აუცილებელია
მიზანი მათი მოქმედების არის გასაგები - რაღაცნაირად თვითონ მოგვევლინონ მხსნელებად, რომ საზოგადოებას იცავენ მაგრამ ვინ დაიჯერებს ამას?! იმიტომ, რომ ლაპარაკია ხალხზე, რომელიც ცოტა ხნის წინ უკიდურესად ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის მომხრეები იყვნენ და ფაქტობრივად, გახსნილი, ღია საზღვრების პრინციპებს ემხრობოდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პროფესორმა, ლევან ჭოტორლიშვილმა, „EMAAR ჯგუფის“ უპრეცედენტო ინვესტიციასთან მიმარტებაში რადიკალების სპეკულაციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ინვესტიციებზე დგას ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა.
„ჩვენ ეს საუბარი უნდა გადავიყვანოთ რაციონალურ სფეროში. ეს ემოციური კომპონენტი უნდა განვაცალკეოთ. როდესაც ადამიანები იწყებენ ყველაფერზე ემოციურად მსჯელობას, ძალიან იოლია მერე შეცდომების დაშვება. უნდა შევხედოთ სხვა ქვეყნები რას აკეთებენ. ყველა ქვეყანა ცდილობს მიიზიდოს, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია. აშშ არის ამის კარგი მაგალითი. ინვესტიცია ნიშნავს ეკონომიკის გაძლიერებას. ეს არის აუცილებელი. ნიშნავს მეტ სუვერენიტეტს, ნიშნავს დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ლევან ჭოტორლიშვილმა.
ცნობისთვის, „EMAAR ჯგუფის“ უპრეცედენტო, ექვს ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის და დასაქმების მაჩვენებლის ზრდას ნიშნავს, ოპოზიციის ნაწილს არ მოსწონს. ისინი ითხოვენ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომელიც რეალურად უკვე საჯაროა. ხელშეკრულებაში წერია, რომ სახელმწიფო კომპანიის 33%-იანი წილის, მიწისა და პოტენციურად ასაშენებელი აქტივების თანამესაკუთრეა.
1762455282
მსოფლიოჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახლად არჩეულმა სპიკერმა პარლამენტის შენობიდან უკრაინის დროშის ჩამოხსნის ბრძანება გასცა
ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახლად არჩეულმა სპიკერმა, „თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის“ (SPD) პარტიის ლიდერმა, ტომიო ოკამურამ პარლამენტის შენობიდან უკრაინის დროშის ჩამოხსნის ბრძანება გასცა. უკრაინ...
1762453387
საზოგადოებათამარ ტალიაშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის 46-ე ვიცე-პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის 46-ე ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წი...
1762450352
საზოგადოებაფშაველი-აბანო-ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების მოსალოდნელი გაუარესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საა...
1762449144
საზოგადოებაგორდულაძე: „დიფ სთეითის“ სურვილია არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ გუნდის დასჯა, არამედ ქართველი ხალხისაც, რომელიც უკვე მერამდენე არჩევნებია, მხარს მტკიცედ გვიჭერს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვასრულებთ გარედან მიღებულ დავალებებს
არაერთხელ გვითქვამს, რომ როდესაც დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში, „დიფ სთეითის“ გავლენები განსაკუთრებით გაძლიერდება ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიის მასშტაბით და წნეხიც გაიზრდება ჩვენს ქვ...
1762446455
მსოფლიონენსი პელოსიმ პოლიტიკური კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა კენჭს აღარ იყრის, რითაც ასრულებს თავის პოლირიკურ კარიერას. პელოსიმ, რომელიც საკანო...



























