გიორგი ვოლსკი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: იმდენად უარგუმენტოა ყველა პრეტენზია, რომელიც საქართველოს მიმართ გამოითქვა, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მძიმე დასკვნების გაკეთება მოგვიწევს
იმდენად უარგუმენტოა ყველა პრეტენზია, რომელიც საქართველოს მიმართ გამოითქვა, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მძიმე დასკვნების გაკეთება მოგვიწევს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
„არსებობს პროგრამა მაქსიმუმი, რომელიც გაწერილია კონკრეტულ სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ჩვენს სცენარს ვეძახით და ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების დაკნინებას იმდენად, რომ ამას გარკვეული შედეგები მოჰყვეს; კონკრეტულად, ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გარეშე და შემდგომ უკვე იმ გეგმის რეალიზაცია, რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიის და საერთოდ საქართველოს გამოყენება ამ გლობალური დაპირისპირების სხვადასხვა სცენარში“, - აღნიშნა მან.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.
1773725063
საზოგადოებასაქართველოს საპატრიარქო ილია მეორეზე: მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური. ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უ...
1773723997
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე „მოსკოვის მექანიზმზე“: როდესაც ჩვენ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტზე გვაქვს საუბარი, იქ ფაქტები და მტკიცებულებები უნდა იყოს წარმოდგენილი, ვარაუდზე დაფუძნებით დოკუმენტები არ დგება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში შეაფასა. მისი თქმით, ეს არის ვარაუდებზე დაფუძნებული დოკუმენტი და ან...
1773723109
საზოგადოებააჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა
აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მასში შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობდა. სპეცოპერაციის დეტალები დღის განმავლო...
1773722715
საზოგადოებაჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მი...
1773693716
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, წარმოდგენილი იყო სამი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ სამ თვიანი კამპანია არაბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო
„რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, წარმოდგენილი იყო სამი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ სამ თვიანი კამპანია არბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო, ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდ...



























