ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქზე: ვითარება კვლავ ძალიან რთულია - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია
„ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია.
„ესაა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ მომენტში, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იყოს შენარჩუნებული, რაც ახლა მედიკამენტოზურადაა შენარჩუნებული. რა თქმა უნდა დაკვირვების ქვეშაა, ინტენსიურად მიმდინარეობს მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის.
ახლა რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა უკავშირდება კუჭში არსებულ ასე ვთქვათ წყლულოვან პათოლოგიას, საიდანაც იყო სისხლდენა, შესაბამისად, მოხდა დაუყოვნებლივი ჩარევა და ამ ჩარევის შედეგად სისხლდენა იქნა გაჩერებული. ამგვარად, ეს რეანიმაციული ღონისძიებები არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ამ წუთს. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ განსაკუთრებულია ყურადღებაც, მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება ჩქარა აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩატარდა სამედიცინო მანიპუალაციები და მოხერხდა რომ გაჩერებულიყო სისხლდენა“, - განაცხადა მინისტრმა.
1773725063
საზოგადოებასაქართველოს საპატრიარქო ილია მეორეზე: მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური. ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უ...
1773723997
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე „მოსკოვის მექანიზმზე“: როდესაც ჩვენ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტზე გვაქვს საუბარი, იქ ფაქტები და მტკიცებულებები უნდა იყოს წარმოდგენილი, ვარაუდზე დაფუძნებით დოკუმენტები არ დგება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში შეაფასა. მისი თქმით, ეს არის ვარაუდებზე დაფუძნებული დოკუმენტი და ან...
1773723109
საზოგადოებააჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა
აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მასში შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობდა. სპეცოპერაციის დეტალები დღის განმავლო...
1773722715
საზოგადოებაჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მი...
1773693716
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, წარმოდგენილი იყო სამი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ სამ თვიანი კამპანია არაბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო
„რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, წარმოდგენილი იყო სამი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ სამ თვიანი კამპანია არბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო, ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდ...



























