ირაკლი კობახიძე - რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, წარმოდგენილი იყო სამი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ სამ თვიანი კამპანია არაბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო

„რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, წარმოდგენილი იყო სამი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ სამ თვიანი კამპანია არბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო, ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად ყალბია ჩვენი ოპოზიცია, შევთანხმდით, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

რაც შეეხება Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და ციფრებს, მთავრობის მეთაურის თქმით, 6 მლრდ დოლარი არის ამ პროექტის ღირებულება და პროექტიდან შენატანი ეკონომიკაში იქნება 11 მლრდ ლარი.

„რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, სამი ადამიანი იყო წარმოდგენილი და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო. ჰქონდათ სამ თვიანი კამპანია არაბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო. ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად ყალბია ჩვენი ოპოზიცია. საუბარია იმ ხალხზე, ვინც ამ კამპანიას აწარმოებდა. შევთანხმდით, რომ პრობლემა არ არის და არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება.

რაც შეეხება Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და ციფრებს, 6 მლრდ დოლარი არის ამ პროექტის ღირებულება და ამ პროექტიდან შენატანი ეკონომიკაში იქნება 11 მლრდ ლარი და კონკრეტულად სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანი იქნება 7 მლრდ ლარი. 1 მლრდ 200 მლნ არის ამ მიწის ღირებულება. საუბარია როგორც კრწანისზე, ასევე გონიოზე. მიწა არ არის რეალურად გასხვისებული. შექმნილია ერთობლივი საწარმო, მიუხედავად იმისა, რომ 33 66-ზე მოქმედებს პროცენტები, თანაბარი წონა აქვს ორივე ხმას, მიწის განკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ქართული მხარის, სახელმწიფოს გარეშე მიწა ვერ გასხვისდება. მიწა არ არის გადაცემული ინვესტორზე. ერთობლივი საწარმოა შექმნილი, სადაც სახელმწიფოს და საწარმოს აქვთ თანაბარი ხმა.

7 მილიარდი ლარი ბიუჯეტში წლების განმავლობაში. მომიტანეთ ერთი პროექტი, რომლითაც შესაძლებელი გახდება 7 მილიარდი ლარის შეტანა ბიუჯეტში ათ წლიან პერსპექტივაში. მე მოგცემთ 850 ჰექტარ მიწას და თქვენ მოიტანეთ ერთი ინვესტიცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ბიუჯეტში 7 მილიარდი ლარის შეტანას, როდესაც დღეს ქვეყნის ბიუჯეტი არის 40 მილიარდზე ნაკლები.

რაც შეეხება ინვესტიციას შენდება მინიმუმ 1400 ნომერი სასტუმრო შენდება. ასევე შენდება რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, ეს არის ე.წ. მარინა, გონიოს სანაპიროზე და ა.შ. მარტო ბინებამდე რომ დაგყავთ, რა თქმა უნდა, არასწორი კალკულაცია გექნებათ, მაგრამ ბინების მიღმა არის უამრავი სხვა პროექტი, რომელიც ხორციელდება ამ ინვესტიციის ფარგლებში“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773687065

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები, უკვე შედეგიც სახეზეა

დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები. უკვე შედეგიც სახეზეა - არსებითად გაზრდილია ინტერესი კერძო კომპანიების მხრიდან, მონაწილეობა მიიღონ სახელ...

ირაკლი კობახიძე

1773684990

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ავარია სოფელ ჭაბუკიანისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კა...

ყვითელი ლენტი

1773684095

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ვუთხარით, რომ ელენე ხოშტარია ციხეში არა რაიმე პოლიტიკური დევნის საფუძველზე, არამედ გირაოს გადაუხდელობოს გამო იჯდა, უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები

ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი. მისი თქმით, ზოგიერთი ევროპარლა...

ეკა სეფაშვილი

1773681914

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს - ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად

„საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფ...

ირაკლი კირცხალია

1773681227

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ

„ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,...

ირაკლი კირცხალია