პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1980 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 1962 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გ.ლ. მალევე დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო გ.ლ.-ს მიერ სხვადასხვა დროს ნაქურდალი ნივთები, მათ შორის ამოღებულია ბრალდებულის მიერ გაყიდული კომპიუტერული და მობილური ტექნიკა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1773729735
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 78...
1773727726
საზოგადოებაგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზ...
1773726742
საზოგადოებაჯანდაცვის მინისტრი პატრიარქზე: ვითარება კვლავ ძალიან რთულია - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია
„ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ...
1773725702
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: იმდენად უარგუმენტოა ყველა პრეტენზია, რომელიც საქართველოს მიმართ გამოითქვა, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მძიმე დასკვნების გაკეთება მოგვიწევს
იმდენად უარგუმენტოა ყველა პრეტენზია, რომელიც საქართველოს მიმართ გამოითქვა, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მძიმე დასკვნების გაკეთება მოგვიწევს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვო...
1773725063
საზოგადოებასაქართველოს საპატრიარქო ილია მეორეზე: მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური. ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უ...



























