ნიკოლოზ სამხარაძე „მოსკოვის მექანიზმზე“: როდესაც ჩვენ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტზე გვაქვს საუბარი, იქ ფაქტები და მტკიცებულებები უნდა იყოს წარმოდგენილი, ვარაუდზე დაფუძნებით დოკუმენტები არ დგება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში შეაფასა. მისი თქმით, ეს არის ვარაუდებზე დაფუძნებული დოკუმენტი და ანგარიში მტკიცებულებების ნაცვლად მონაყოლს ეყრდნობა.
„ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადად არის დაფუძნებული, ასე ვთქვათ, მონაყოლზე და თვითონ დოკუმენტის ავტორიც ამბობს - „მე ვვარაუდობ, თუ ეს მოყვანილი ფაქტები სიმართლეა…“ - ანუ დაშვებებს აკეთებს, ვერცერთ შემთხვევაში ის ვერ საუბრობს მტკიცებით ფორმაში. როდესაც ჩვენ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტზე გვაქვს საუბარი, იქ ფაქტები და მტკიცებულებები უნდა იყოს წარმოდგენილი. ვარაუდზე დაფუძნებით დოკუმენტები არ დგება, მით უმეტეს არ დგება ასგვერდიანი დოკუმენტები 72 საათის შუალედში“, - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.
1773722715
საზოგადოებაჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მი...
1773693716
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, წარმოდგენილი იყო სამი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ სამ თვიანი კამპანია არაბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო
„რამდენიმე დღის წინ გვქონდა დებატები, წარმოდგენილი იყო სამი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ სამ თვიანი კამპანია არბიზაციის შესახებ და სიტყვა არაბიზაცია ნახსენებიც კი არ იყო, ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდ...
1773692688
ახალი ამბებიპრემიერი: ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, კორუფციასთან ბრძოლაც დააანონსა სწორედ ბიძინა ივანიშვილმა
„ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთე...
1773691409
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი - კორუფციასთან ბრძოლა დგას 3 სვეტზე - გამჭვირვალობა, პრევენცია და სამართალდამცავი უწყებების ეფექტური მუშაობა, პრევენციის ნაწილში არის ამოქმედებული ისეთი მექანიზმები, რომლებიც არასდროს ყოფილა არცერთ ეტაპზე ამ ქვეყანაში
„ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლა დგას 3 სვეტზე, პირველი - ეს არის გამჭვირვალობა, მეორე-პრევენცია, მესამე - სამართალდამცავი უწყებების ეფექტური მუშაობა“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის...
1773690410
ახალი ამბებიპრემიერი: 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ, ეს შედეგები კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებშია გამოხატული
„ძალიან მძიმეა ჩვენთვის ის დანაშაულები, რომლებიც გამოვლინდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებთან მიმართებით. ჩვენთვის მტკივნეულია, მათ შორის პერსონალური კუთხით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემ...



























