შიო მესამე: უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის გარეშე არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ დედამიწაზე, არაფერი შეედრება ლოცვის ძალას

გილოცავთ ღირსი მამის, დავით გარეჯელის ხსენების დღეს. ყოველთვის დიდ მადლს ვგრძნობ მის წმინდა საფლავთან მოსვლით და აქ ლოცვით. ვევედრებით საქართველოსთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, ამ წმინდა მონასტრისთვის, საქართველოში ბერ-მონაზვნობის აღორძინებისთვის და გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ დავითგარეჯის მამათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.

„საოცარი მამა იყო დავით გარეჯელი, ისევე, როგორც ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი ყველა მოწაფე, რომლებმაც დააფუძნეს სამონასტრო ცხოვრება საქართველოში. მათ შორის მამა დავითი ერთ-ერთი დიდი მნათობია, რომელიც განთქმულია მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა მან ღვთის წინაშე, ისეთი მადლმოსილი იყო. როგორ, რა ღვაწლით მოიღვაწა მან ასეთი დიდი მადლი? ჩვენ ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მისცემს მადლს. მამა დავითი იყო განსაკუთრებული, განსაკუთრებულად გამორჩეული ამ უდიდესი სათნოებით, რასაც სიმდაბლე ეწოდება. ეს ჩვენ ვიცით მისი ცხოვრებიდან.

ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების. რა თქმა უნდა, ეს არის უმოკლესი გზა მადლის მოხვეჭისა, სიმდაბლის ქონა, სიმდაბლის ღვაწლი, არა განკითხვა ძმისა თვისისა და განცდა თვისთა ცოდვათა. ასეთი მადლის მოსახვეჭად აუცილებელია ლოცვა, ლოცვის გარეშე ამ თვისებებს ადამიანი ვერ მოიხვეჭს.

სახარებაში, რომელიც წაკითხული იყო დღევანდელ წმინდა ლიტურგიაზე, იყო უფალი იესო ქრისტეს სწავლება ლოცვის მნიშვნელობაზე. ეს ერთ-ერთი ბოლო ქადაგება იყო მისი მოციქულებისადმი, თითქოს უფალმა ყველაფერი ასწავლა მოციქულებს. ბოლოს აგვირგვინებს თავის სწავლებას ამ ცნებით ლოცვის შესახებ, რომ ითხოვეთ და მოგეცემათ. უფალი აძლევს ამ შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს ძალიან უბრალო, უბრალო გულით, ყოველგვარი ხელოვნურობის, დაძაბულობის გარეშე.

დაახლოებით ისეთი, როგორც შვილები სთხოვენ მშობლებს რაღაცას, ჩვენი ლოცვაც ასეთი უბრალოდ უნდა იყოს, გულის უბრალოებით. ამაზეც ამბობს უფალი, რომ თუ არ იქნებით როგორც ყრმები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. დასძენს, რომ თუ არ დამდაბლდებით, როგორც ეს ყრმა და ვინ დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ყრმა, ის უდიდესი იქნება ცათა სასუფეველში.

წარმოიდგინეთ, უფალი ამ ცნებას უკავშირებს სრულყოფილ სიხარულს, თითქოს ამბობს, რომ ის ამისთვის მოვიდა, რომ ჩვენ ვევედროთ უფალს და მივიღოთ ღვთისგან ყველაფერი, პირველ რიგში, სულიწმიდის მადლი, რომ ჩვენი სიხარული იყოს სრულყოფილი. გვაძლევს ამ საშუალებას, რომ ჩვენ, ვისაც შეიძლება, გვეგონოს არასწორად, რომ უკვე ზრდასრულები ვართ და ღვთის გარეშეც შეგვიძლია ფონს გასვლა, უფალი გვიბრუნებს იმ საშუალებას, რომ წარდგეთ ღვთის წინაშე და როგორც შვილებმა, ისე ვევედროთ მამას, მივიღოთ ბევრად მეტი, ვიდრე მისგან ვთხოვთ.

ამიტომ, როდესაც ჩვენ სალოცავად ვდგებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უმთავრესი საქმე, რომლის გარეშეც არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, რომ ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ ამ დედამიწაზე. როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, არაფერი შეედრება ლოცვას და მის ძალას, რომ ლოცვის დროს განქარვდება მწუხარება, სევდა, გარბიან დემონები, ყოველგვარი წინააღმდეგობა და ცხრება ვნებები და ჩვენ ვდგავართ ჩვენი ზეციერი მამის წინაშე და როგორც ეს დიდი წმინდა მამა ამბობს, ყველაზე ღარიბიც რომ იყოს ადამიანი, მაინც ყველაზე მდიდარია, თუ ლოცვა იცის და ვინც არ მიმართავს უფალს, ოქროს ტახტზეც რომ იჯდეს, ის მაინც ყველაზე ღარიბია.

ვფიქრობთ დღეს მადლზე, ლოცვის მნიშვნელობაზე, სულიწმიდის მადლის მოხვეჭაზე. ოღონდ კიდევ არის ამისთვის ერთი მთავარი პირობა. იმისთვის, რომ ეს მადლი მივიღოთ და გვქონდეს ლოცვის კადნიერება და მადლი, უფალი ერთ პირობას გვიდებს – მამას უყვარხართ თქვენ, მამაჩემს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მე შემიყვარეთ. უფალი გვეუბნება, რომ უნდა ვიყოთ ქრისტესმიერი, გვწამდეს მისი და ვსწავლობდეთ მისგან. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა ღირსი მამა დავით გარეჯელის მეოხებით დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779961510

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს: როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია 6 პირი, სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას

„როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას“, - ასე უპას...

შალვა პაპუაშვილ

1779960087

მსოფლიო

კაია კალასი: რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის. როგორც კალა...

კაია კალასი

1779959931

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: დარწმუნებული ვარ, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას და კიდევ ერთხელ დაანახებს ამ პოპულისტების სახეს ქართველ ხალხს

პარლამენტში განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ამომწურავად უპასუხებ...

ირაკლი ჭეიშვილი

1779957766

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა 26 მაისის აქციაზე: ჩემს Facebook-ზე რომ შეხვიდეთ, გაცილებით მეტი ფოლოუერი მყავს დამეგობრებული, ვიდრე იქ აქციაზე იდგა

„ჩემს Facebook-ზე რომ შეხვიდეთ, გაცილებით მეტი ფოლოუერი მყავს დამეგობრებული, ვიდრე იქ აქციაზე იდგა“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ 26 მაისს ოპოზიციის მიერ...

ირაკლი ზარქუა

1779956922

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: არ შეიძლება, ახალგაზრდებს დანაშაულისკენ უბიძგო და შემდეგ შორიდან უყურო, მათ როგორ გაასამართლებენ, არ მგონია, სააკაშვილს რამე პასუხისმგებლობა ჰქონდეს

„სახელმწიფო ნებისმიერ შეკრებას შეუწყობს ხელს, რომელიც კანონის ფარგლებს არ გასცდება, მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებებში შევადნას, ბოლოკირებას ან სხვა ძალადობრივ აქციებს თუ დაიწყებენ, ეს ადამიანები პასუხ...

თენგიზ შარმანაშვილი