გივი მიქანაძე პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესს ეცნობა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე წყალტუბოს, წალენჯიხისა და ფოთის მუნიციპალიტეტების პროფესიულ კოლეჯებს ეწვია, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნო.

მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლებთან შეხვედრები გამართა.

გივი მიქანაძემ შეხვედრებზე პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა და კოლეჯების თანამშრომლებისგან არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი სტუდენტებს შესთავაზებს სარესტორნო, სასტუმრო მომსახურების და სხვა 15-მდე პროგრამას. პროფესიული კოლეჯი გათვლილია 150 სტუდენტზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პროფესიული კოლეჯი ,,ლაკადა” პროფესიულ და მომზადება/ გადამზადების 15-მდე პროგრამას ახორციელებს. სასწავლებელში ამჟამად პროფესიულ განათლებას 200-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება.

ქალაქ ფოთის პროფესიული კოლეჯი ,,ფაზისი” პროფესიულ და მომზადება/გადამზადების 30-მდე პროგრამას ახორციელებს. ამჟამად სასწავლებელში 400-მდე სტუდენტი სწავლობს. კოლეჯს აქვს ფილიალი, რომელიც მდებარეობს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში.

მინისტრთან ერთად პროფესიულ კოლეჯებში ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია; სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების დელეგატი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766670412

საზოგადოება

პრემიერი: უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან ფასების შემცირებისთვის, უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს და საზოგადოებას გავაცნობთ კონკრეტულ შედეგებს

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას, - განუცხადა საქართველოს პრემიე...

ირაკლი კობახიძე

1766669272

საზოგადოება

სოზარ სუბარი: ხშირად ჩვენ თავად ვაიდეალებდით ევროკავშირს და არ გვინდოდა იმ უარყოფითის დანახვა, რაც ნათლად დაგვანახა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ თავისი უსამართლო გადაწყვეტილებებითა და ორმაგი სტანდარტებით

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ევრობიუროკრატების პოზიციებსა და ევროკავშირის პრინციპების ცვლილებას მედიასთან ეხმიანება. „ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ევროკავშირი ა...

სოზარ სუბარი

1766668229

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6966 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ვალუტა

1766667069

ახალი ამბები

კახა კალაძე: სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ინიციატივის კომენტ...

კახა კალაძე

1766665825

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურ...

პროკურატურა