პრემიერი: ტარიფებს გაზზე და დენზე განაპირობებს მათ შორის გლობალური ფასებიც, საერთაშორისო ტარიფები არის გაზრდილი, ამ ფონზე, ჩვენ შიდა მექანიზმებით შევეცდებით, მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ის ტარიფები, რომლებიც არის

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას, დანარჩენს უკვე გადაწყვეტს კონსულტაციები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორშაბათს შედგება სემეკის სხდომა და მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც გაზის, ასევე დენის ტარიფთან დაკავშირებით.

„ზოგადად ფასებს, ტარიფებს გაზზე და დენზე განაპირობებს, მათ შორის გლობალური ფასებიც. ჩვენ უნდა ჩავხედოთ ყველაფერს, ამისდა მიხედვით, ორშაბათს უკვე სემეკი მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც გაზთან, ასევე დენთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას, დანარჩენს უკვე გადაწყვეტს კონსულტაციები.

ბუნებრივი გაზზე იყო რისკი ტარიფის გაზრდის, მაგრამ კონკრეტული არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრის შედეგად, ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით, მოვახერხებთ ტარიფის შენარჩუნებას. გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ფასები გაზზე გაიზარდა, ჩვენთანაც ტარიფის ზრდის რისკი იყო, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ ჩვენ აღმოვფხვერით ამ სფეროში არასწორი პრაქტიკები, გაზის მიმართულებით შევძლებთ ტარიფის შენარჩუნებას. დენთან დაკავშირებითაც მაქსიმალურად ვეცდებით, საერთაშორისო ტარიფები არის გაზრდილი, ამ ფონზე ჩვენ შიდა მექანიზმებით შევეცდებით, რომ მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ის ტარიფები, რომლებიც არის როგორც გაზთან, ასევე დენთან მიმართებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766668229

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6966 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ვალუტა

1766667069

ახალი ამბები

კახა კალაძე: სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ინიციატივის კომენტ...

კახა კალაძე

1766665825

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურ...

პროკურატურა

1766664929

საზოგადოება

როგორ ეხმარება ფესტალი ორგანიზმს საჭმლის მონელებაში?

ფესტალი საჭმლის მომნელებელი ფერმენტული საშუალებაა, რომელიც აქტიურ ნივთიერებებს: პანკრეატინს, ჰემიცელულაზასა და ნაღვლის კომპონენტებს შეიცავს. პრეპარატი აფთიაქების ქსელში რეცეპტის გარეშე გაიცემა. ფესტალ...

ფესტალი

1766664883

ახალი ამბები

ვოლსკი პრემიერის ინიციატივის კრიტიკაზე: ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო

„ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრ ირა...

გია ვოლსკი