ლევან მაჭავარიანი: როდესაც მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები. 2028 წლამდე არის სამი წელი. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ახალი ძალები გამოჩნდნენ პოლიტიკაში
როდესაც მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ახალგაზრდებს ექნებათ ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები. 2028 წლამდე არის სამი წელი. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ახალი ძალები გამოჩნდნენ პოლიტიკაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან პოლიტიკით, გარედან მიღებული დაფინანსებით კონკურენციას უწევენ ისეთი ძალები, როგორიც კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“.
„მაქვს ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან ურთიერთობა. ძალიან ჯანსაღ ახალგაზრდებს ვგულისხმობ, რომელსაც აინტერესებს პოლიტიკური პროცესები და არიან ჩართულები ძალიან სიღრმისეულად. ისეთ ახალგაზრდებს ვგულისხმობ, რომლებისთვისაც ქვეყნის სუვერენიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრ თემებზე ვკამათობთ ხოლმე. როდესაც მე მათ კითხვას ვუსვამ, რატომ არ შემოდიან პოლიტიკაში და რატომ არ აძლევენ დანარჩენ ახალგაზრდებს მაგალითს, რომ პოლიტიკაში, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და ახალი სახეები გამოჩნდნენ, ყველას პასუხი არის ანალოგიური, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში პოლიტიკაში შემოსვლას აზრი არ აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალები ფინანსებიდან უცხოეთიდან, ძალიან დიდი რესურსი აქვთ, აქვთ ტელევიზიების რესურსი და შესაბამისად, რანაირად გავუწევთ ჩვენ ამათ კონკურენციას?!
როდესაც ასეთი მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ასეთ ახალგაზრდებს ექნებათ ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები. 2028 წლამდე არის სამი წელი. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ახალი ძალები გამოჩნდნენ პოლიტიკაში. რაც უფრო მეტი ჯანსაღი ახალგაზრდა გამოჩნდება, რომელიც გარედან არ იმართება და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობა, ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1761852584
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს დაპირება შეგვესრულებინა
ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ეს დაპირება შეგვესრულებინა - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE" კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე...
1761850591
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი „ჰამასს“ თავად განაიარაღებს და ღაზის დემილიტარიზაციას მოახდენს, თუ ამას უცხოური ჯარები არ გააკეთებენ
„ჰამასი“ თუ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას, ის ძლიერი თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდება, როგორც ეს ორი დღის წინ მოხდა“,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთან...
1761847492
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტს თელავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს. მიხეილ ყაველაშვილმა სა...
1761846395
მსოფლიოDaily Mail: კანადაში ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი წამებით მოკლა
„კანადაში ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი წამებით მოკლა“, - ამის შესახებ Daily Mail იტყობინება. როგორც სასამართლომ მოისმინა, კანადელი ლესბოსელი წყვილი 12 წლის ბიჭს იქამდე აწამებდა, სანამ ის არ დასუსტდ...
1761843341
მსოფლიოCNN - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს სავარაუდოდ კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს სავარაუდოდ კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ცხედ...


























